რუსული C-300-ების ალყაში
რუსული C-300-ების ალყაში
C-300-ების გალის რაიონში დისლოცირების შემთხვევაში რუსეთი შეძლებს, 175-200 კმ რადიუსში განახორციელოს დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილის, მათ შორის - ფოთის სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო პორტის საჰაერო სივრცის სრული რადიოლოკაციური კონტროლი

რუსეთის გენშტაბს ოკუპირებული აფხაზეთიდან C-300-ებით დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვის აღმოსავლეთის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა შეუძლია.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის მორიგი დივიზიონი შეიყვანა. ეს ინფორმაცია სიმართლესთან ახლოსაა და ამას ადასტურებს გავრცელებული ვიდეო და ფოტოკადრები, რომლებზეც
You must have Flash Player installed in order to see this player.
C-300-ებით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობა რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთისკენ მიემართება და გუდაუთის რკინიგზის სადგურში იცლება.

მოსკოვმა C-300-ები პირველად აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის შემოდგომაზე გადმოისროლა ოკუპირებულ აფხაზეთში. მას შემდეგ რუსული საზენიტო-სარაკეტო პოლკის ორი დივიზიონი გუდაუთასა და აგუძერაშია განთავსებული. თითოეული დივიზიონის შემადგენლობაში რვა ერთეული გამშვები საზენიტო-სარაკეტო დანადგარია.

რუსეთში მიმდინარე არნახული მილიტარიზაციის პროცესის დროს ორდივიზიონიანი სტრუქტურის საზენიტო-სარაკეტო პოლკებს მესამე დივიზიონით აძლიერებენ და სავარაუდოდ, ესეც არის C-300-ების ოკუპირებულ აფხაზეთში გადმოსროლის ერთ-ერთი მიზეზი.
10 მარტს გუდაუთაში ჩამოტვირთული საზენიტო დანადგარები, სავარაუდოდ, შედარებით მოძველებული C-300ПС მოდიფიკაციისაა; ისინი მანამდე რუსეთის სამხრეთში იდგნენ
მორიგეობაზე და თანამედროვე C-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემით ჩანაცვლების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში გადმოისროლეს.

მოსალოდნელია,
რომ C-300-ების მესამე დივიზიონის რვა საზენიტო დანადგარი თავის რადიოლოკატორებთან, სამეთაურო პუნქტსა და სხვა დამხმარე მანქანებთან ერთად, ოჩამჩირის ან
სულაც - გალის რაიონში განათავსოს რუსეთის გენშტაბმა.
მათი გალის რაიონში დისლოცირების შემთხვევაში რუსეთი შეძლებს, 175-200 კმ რადიუსში განახორციელოს დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილის, მათ შორის - ფოთის სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო პორტის საჰაერო სივრცის სრული რადიოლოკაციური კონტროლი.

უშუალოდ C-300ПС-დან გაშვებული საზენიტო რაკეტების მაქსიმალური სიშორე მართალია, მხოლოდ 75 კმ-ს აღწევს, მაგრამ მოდერნიზებული C-300GМУ-1-ის საზენიტო რაკეტების გამოყენების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ორჯერ - 150 კმ-მდე იზრდება.
რატომ აძლიერებს რუსეთი თავის საზენიტო შესაძლებლობებს მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქართული არმიის შეიარაღებიდან, ფაქტობრივად, მოიხსნა Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები და Ми-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენები?

როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში მოსკოვის მთავარი მიზანი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე საჰაერო სივრცის კონტროლის გაძლიერება უფროა, ვიდრე ქართული "მიმინოების" სავარაუდო საჰაერო თავდასხმის შიში.
რუსული C-300-ების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემოტანა, ჩვენ ჯერ კიდევ აგვისტოს ომის შემდგომ ვივარაუდეთ და ვთქვით, რომ გალიდან რუსული C-300-ები ნატო-ს წევრი თურქეთის საჰაერო სივრცეშიც "შეიჭვრიტებოდნენ", თუმცა დღეს, როდესაც ანკარა და რუსეთი ერთმანეთს ისე "ჩაეხუტნენ", რომ რუსეთი თანამედროვე საზენიტო C-400-ების მიყიდვასაც კი აპირებს თურქეთისთვის, კრემლის მთავარი გათვლა შავ ზღვაში ნატო-ს გაძლიერებისთვის ხელის შეშლაა.

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან - C-400-ებით, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთიდან C-300-ებით რუს მეზენიტეებს შავი ზღვის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილების თავზე საჰაერო სივრცის სრულად გაკონტროლება შეეძლებათ სანაპირო ზოლიდან ზღვის სიღრმეში 200-300 კმ-ით, რაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ბევრ ახალ პრობლემას შეუქმნის.

ირაკლი ალადაშვილი
მკითხველის კომენტარი (5)
Jemala
15 მაისი 2017 23:48
Arc ruseti da arc nato ar iklavs tavs hvenze poligonad ar gvakcion is aris sanerviulo
ზაზა
03 აპრილი 2017 23:02
ბატონო პანტელეიმონ რუსეთი თავის თავისთვის ზრუნავს,არც ამერიკა იხურებს თავს მაინცადამაინც ჩვენი დაცვისათვის,ამიტომ საკუთარ თავს თავად უნდა მივხედოთ,ვეძებოთ და ვიპოვნოთ სწორი გამოსავალი არსებული სიტაციიდან უმტკივნეულოდ გამოსასვლელად.
gocha
25 მარტი 2017 15:45
როდის უნდა დაიწყონ გამოძიება აფხაზეთის ომზე? ძალიან გვაინტერესებს, თუმცა ყველამ ვიცით ვინც ჩააბარა აფხაზეთი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება 1992-93 წლის აფხაზეთის ომზე
გაგა
24 მარტი 2017 14:45
ფოთიდან ნატოს გემები დაგვიცავს, ჩრდილოეთიდან რუსეთი. ვაი საქარათველოს, რა უგნურები ვართ,
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები