ტრამპის პირველი სარაკეტო დარტყმა
ტრამპის პირველი სარაკეტო დარტყმა
აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დიდი არჩევანის წინაშე დააყენეს - პასუხი გაეცა ქიმიური თავდასხმისთვის, თუ თავი შეეკავებინა...

Tomahawk - ეს სახელი აშშ-ის ბოლო პრეზიდენტების მმართველობის ასოციაციად იქცა, რადგან 1991 წელს უფროსმა ჯორჯ ბუშმა - სპარსეთის ყურეში, ბილ კლინტონმა 1999 წელს - იუგოსლავიაში, ბარაქ ობამამ 2011 წელს - ლიბიაში ომები სწორედ ამ Fფრთოსანი რაკეტების სტარტით დაიწყეს.

ახლახან არჩეული აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეიძლება არ დამსგავსებოდა თავის წინამორბედებს, მაგრამ 2017 წლის 7 აპრილს, გამთენიისას, მანაც
You must have Flash Player installed in order to see this player.
გააგრძელა "ტომაჰავკების" სტარტის ტრადიცია და ფრთოსანი რაკეტებით დარტყმა მიაყენა სირიის ხელისუფლებას.

ამერიკულ ავიაციას, ობამასა და თვით ტრამპის დროსაც, არაერთხელ განუხორციელებია საბრძოლო დარტყმები სირიის ტერიტორიაზე, მაგრამ მაშინ სამიზნე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იყვნენ.
მას შემდეგ, რაც 4 აპრილს სირიის ერთ-ერთი ქალაქის საჰაერო დაბომბვის შემდეგ ათეულობით მშვიდობიანი მოსახლე ქიმიური მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, აშშ-ის პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი დიდი არჩევანის წინაშე დადგა.

წინასწარი გამოძიების თანახმად, მსხვერპლი ნერვულ-პარალიტიკურმა გაზმა "ზარინმა" გამოიწვია, რომელიც ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მტკიცებით, იმ საავიაციო ბომბებში იყო ჩაჭირხნული, რომლებიც ბაშარ ასადის თვითმფრინავებიდან
ჩამოყარეს, თუმცა კრემლი ცდილობდა სხვა ვერსიის გავრცელებას - საჰაერო დაბომბვაში სახელისუფლებო ავიაცია კი მონაწილეობდა, მაგრამ მათ ჩვეულებრივი ბომბები ჩამოყარეს და ააფეთქეს ის ადგილი, სადაც "ზარინი" ინახებოდაო.

სანამ მხარეები სიმართლის გარკვევას ცდილობდნენ, დონალდ ტრამპმა თავის პოლიტიკურ კარიერაში პირველი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ აქტიურად ემოქმედა და "ტომაჰავკის" ფრთოსანი რაკეტებით მასირებული თავდასხმა განეხორციელებინა ბაშარ ასადის არმიის შაირათის აეროდრომზე, საიდანაც აფრინდნენ, სავარაუდოდ, ქიმიურ დაბომბვაში მონაწილე სირიული საბრძოლო თვითმფრინავები.

ხმელთაშუა ზღვაში მოდრეიფე ორმა ამერიკულმა საესკადრო ნაღმოსანმა 59 ერთეული ფრთოსანი რაკეტა "ტომაჰავკი" გაუშვა სირიის სამხედრო აეროდრომის - შაირათის მიმართულებით.

პენტაგონის განცხადებით, გაშვებული "ტომაჰავკებიდან" მხოლოდ ერთი ფრთოსანი რაკეტა ასცდა სამიზნეს ტექნიკური მიზეზის გამო, თუმცა რუსეთის გენშტაბი
ირწმუნება, რომ მიზნამდე 59-დან მხოლოდ 23-მა ფრთოსანმა რაკეტამ მიაღწია.
რუსეთის ეს განცხადება ძნელად დასაჯერებელია, რადგან საჰაერო თავდასხმის შემდეგ გადაღებულ შაირათის აეროდრომის კოსმოსურ სურათზე ჩანს დაზიანებული 44 სამიზნე, რომელთაგან ზოგიერთს ორ-ორი ფრთოსანი რაკეტაც კი მოხვდა.
ამერიკული საჰაერო თავდასხმის შედეგად შაირათის აეროდრომზე აფეთქდა ცხრა თვითმფრინავი (მიუხედავად იმისა, რომ ისინი რამდენიმე მეტრი სისქის ბეტონირებული ანგარების ქვეშ იდგნენ), დაიღუპა ექვსი ადამიანი.
მსხვერპლი შეიძლება უფრო დიდიც ყოფილიყო, მაგრამ ფრთოსანი რაკეტების გაშვებამდე ორი საათით ადრე ამერიკულმა მხარემ რუსეთის ხელისუფლება გააფრთხილა დაგეგმილი საჰაერო დარტყმის შესახებ, რათა ამავე აეროდრომზე მყოფი რუსი სამხედროები არ დაშავებულიყვნენ, რუსი სამხედროები კი ამას უსათუოდ აცნობებდნენ სირიელ კოლეგებს.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად ჰილარი კლინტონის ნაცვლად დონალდ ტრამპის არჩევით გამოწვეული ეიფორია კრემლს საბოლოოდ გაუქრა. ეს სულაც არ არის მესამე მსოფლიო ომის დაწყების წინა პირობა, თუმცა ახალი ცივი ომი სწრაფი ტემპით ძაბავს სიტუაციას თითქმის მთელ მსოფლიოში. რამდენიმეწლიანი ომის ქარცეცხლში ჩართული სირიის ტერიტორიაზე, სადაც ყველა ყველას ებრძვის, ნათელი ხდება ერთი მხრივ - ისრაელისა და აშშ-ის ნაწილობრივ - თურქეთისაც, მეორე მხრივ - სირიის, რუსეთის, ირანისა და "ჰეზბოლას" დაპირისპირება. "ისლამური სახელმწიფო" კი უეჭველად შეეცდება ამ ფონის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას.
მკითხველის კომენტარი (1)
სოსო
15 აპრილი 2017 11:47
რატომ ვენდობით ბრმად დასავლელი პოლიტიკოსების მტკიცებას? ამერიკა იმასაც ამტკიცებდა რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ქონდა მაგრამ მერე თურმე შემცდარა. რა გარანტიუა გვაქვს რომ ეხლაც არ ცდება (თავს იტყუებს). მერეც არანაირი ზარინი იქ არ ყოფილა. ზარინი რომ ყოფილიყო მტკიცებულებებს დადებდნენ. (საავიაციო ბომბების ნარჩენების, ადამიანების ცხედრების გამოკვლევების და სხვა სახით). მერეც თუ ზარინს იყენებდნენ და შარიატის ბაზიდან აფრიდნენ ის ბომბდამშენები ესეიგი მაგ ბაზაზე აქვთ ქიმიური იარაღი. უნდა მოეძებნათ სად ინახება ეგ იარაღი და დაერტყათ იმ საწყობისთვის. შაირატის ბაზაზე კი მხოლოდ ანგარები დაბომბეს და არანაირი ქიმიური იარაღი იქ არ დაუბომბავთ. არადა რომ ყოფილიყო ქიმიური იარაღი ბრალმდებელი (აშშ) ვალდებული იყო მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე აღმოეჩინა ქიმიური იარაღი, დაებომბა და შემდეგ საზოგადოება ჩაეყენებინა საქმის ყურში მტკიცებულებების სახით. უამრავი ინსტრუმენტალური საშუალება აქვს ამერიკას ამ ყველაფრისთვის უპილოტოებიდან დაყებული კოსმოსური დანამგზავრებით დამთავრებული
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები