ამერიკული "დედა-ბომბი" და ვარციხის "შვილი-ბომბები"
ამერიკული "დედა-ბომბი" და ვარციხის "შვილი-ბომბები"
ქუთაისთან, ვარციხეში შენახულ უზარმაზარ ბომბებს ავღანეთში ჩამოყრილ ამერიკულ "დედა-ბომბზე" არანაკლები აფეთქების ძალა ჰქონდა...

პენტაგონმა 13 აპრილს ავღანეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი არაბირთვული საავიაციო ბომბი გამოიყენა, რასაც "ისლამური სახელმწიფოს" 36 მებრძოლი შეეწირა, მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშა გვირაბებს აფარებდნენ თავს.

9,5 ტ მასის GBU-43  ტიპის განსაკუთრებული სიმძლავრის საავიაციო ბომბის შექმნის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2003 წელს გავრცელდა, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში მისი გამოყენება ვერც ჯორჯ ბუშ-უმცროსმა და ვერც ბარაქ ობამამ ვერ გაბედეს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა
You must have Flash Player installed in order to see this player.
კი ფრთოსანი რაკეტებით - "ტომაჰავკებით" - სირიის აეროდრომის დაბომბვიდან ერთი კვირის შემდეგ ავღანეთში მსოფლიოში ყველაზე მძლავრი არაბირთვული
ბომბი ჩამოაგდო, რომელსაც სხვანაირად "ყველა ბომბის დედას" ან "დედა-ბომბსაც" ეძახიან.

9 მ სიგრძისა და ერთი მეტრი დიამეტრის ბომბში 8,4 ტ მასის ასაფეთქებელი ნივთიერება - ჰექსოგენის, ტროტილისა და ალუმინის ფხვნილის ნარევია მოთავსებული. მისი აფეთქების ძალა 1,35-ჯერ აღემატება სუფთა ტროტილისას და ამიტომაც "დედა-ბომბის" აფეთქება 11 ტონა ტროტილის ეკვივალენტია. აფეთქებისას დაზიანების რადიუსი 140 მეტრია, თუმცა შენობების ნაწილობრივი დანგრევა 1,5 კმ მანძილზეც შეიძლება გამოიწვიოს.

თავისი მასისა და განსაკუთრებით -
გაბარიტების გამო "დედა-ბომბის" წაღება ბომბდამშენს საბომბე ნაკვეთურით არ შეუძლია - ის იქ არ ეტევა. ამიტომაც მის ჩამოსაგდებად სპეციალიზებული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი - MC-130 გამოიყენეს (მისი ძირითადი ვარიანტი C-130 "ჰერკულესი" ხშირად დაფრინავს
თბილისის აეროპორტიდან სხვადასხვა, მათ შორის - ავღანეთის მიმართულებითაც).
"დედა-ბომბი" "ჰერკულესის" სატვირთო ნაკვეთურში სპეციალურ პლატფორმაზეა მოთავსებული. პლატფორმას თვითმფრინავიდან პარაშუტი გამოქაჩავს, რის შემდეგაც ბომბი სცილდება მას და თავისუფალ ვარდნას იწყებს.

"დედა-ბომბის" მთავარი ნიუანსია არა მარტო მისი სიმძლავრე, არამედ მიზანში მოხვედრის სიზუსტეც, რასაც ინერციალური და თანამგზავრული დამიზნების სისტემები უზრუნველყოფს - 9,5 ტონიანი ბომბი ათიოდე მეტრის სიზუსტით ხვდება მიზანს და მას გადარჩენის მცირე შანსსაც არ უტოვებს, თუნდაც მიწის ქვეშ იყოს დამალული...

პენტაგონს არსენალში ბოლო დრომდე 14 ასეთი ბომბი ჰქონდა, მათგან ერთი ერაყში ჩაიტანეს, მაგრამ არ გამოუყენებია და შეიძლება ავღანეთში სწორედ ერაყისთვის გადანახული "დედა-ბომბი" "გაიმეტა".

ძალიან ცოტამ იცის, რომ დიდი სიმძლავრის საავიაციო ბომბები საქართველოშიც, კერძოდ კი ქუთაისთან, ვარციხის ბაზაზეც ინახებოდა.
ვარციხის "შვილი-ბომბები" აფეთქების ძალით შეიძლება ჩამოუვარდებოდეს ამერიკულ "დედა-ბომბს", მაგრამ მათი ხუთტონიანი "სხეული" არანაკლებ სახიფათოა, თუმცა ვარციხის სიახლოვეს მცხოვრებთათვის - არა, რადგან 5 ტ-იანი საავიაციო ბომბის წაღება ქართულ მოიერიშე თვითმფრინავებს არ შეეძლო.

ხუთი ცალი ხუთტონიანი FAB-5000 ტიპის ბომბი, რომლებიც ჯერ კიდევ სტალინის ხელისუფლების პერიოდში, 1952-53 წლებში დამზადდა, ვარციხეში, ღია ცის ქვეშ ათწლეულები ინახებოდა, თუმცა მათი საბრძოლო გამოყენება ძალზე საეჭვო იყო, რადგან სამხრეთ კავკასიაში არც ერთ საბჭოთა აეროდრომზე არ ბაზირებდა ამ ბომბების ამწევი ბომბდამშენები - Ty-16-ები თუ Ty-95-ები.

ამერიკელებისგან განსხვავებით, ქართველებმა უფრო რაციონალურად გამოვიყენეთ ეს უზარმაზარი ბომბები - ვარციხიდან ისინი დედოფლისწყაროში, "დელტას" საუტილიზაციო ცენტრში, გადაიტანეს და თითოეულიდან 3 ტონამდე ტროტილი ამოიღეს, გადაადნეს და მას დღესაც ვიყენებთ სხვადასხვა კონკრეტული მიზნისთვის...

ჩვენი დოსიე


ამერიკელების საპასუხოდ, 2007 წლის 11 სექტემბერს რუსეთმა გამოცადა მოცულობითი აფეთქების საავიაციო ბომბი, რომლის აფეთქების სავარაუდო სიმძლავრე 44 ტ ტროტილის ეკვივალენტი იყო. რუსებმა მას "ყველა ბომბის მამა" უწოდეს.
მკითხველის კომენტარი (1)
merabi
18 აპრილი 2017 15:33
ნეტავი სამხრეთ კორეასავით ჩვენც ვინმეს ავეოხრებინეთ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა