ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას 140 ჯარისკაცი მოკლეს
22-04-2017
ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას 140 ჯარისკაცი მოკლეს
ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფთან თალიბი მებრძოლები სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ და 140 ჯარისკაცი მოკლეს."ალჯაზირას" ცნობით, არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებს სამხედრო ფორმა ეცვათ. თავდასხმა პარასკევის ლოცვის შემდეგ, ერთ-ერთ მეჩეთთან მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა. ექვსმა თავდამსხმელმა სამხედრო ბაზაზე შეღწევა ორი სამხედრო მანქანით შეძლო. მათ დაცვის თანამშრომლები მოატყუეს, თითქოს მანქანებით დაჭრილი ჯარისკაცები სასწრაფოდ ბაზის ტერიტორიაზე უნდა შეეყვანათ.

მომხდარზე "თალიბანის" პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობამ აიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს,
მაზარი-შარიფში სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან.


როგორც უწყებაში განმარტავენ, მაზარი-შარიფში ქართველი სამხედროებიც მსახურობენ, თუმცა ისინი ტერაქტს უვნებლად გადაურჩნენ.


ირაკლი ქუთაისელი
05 მაისი 2017 16:03
რამდენი ჩასტი კი გექნება ნანახი გავაზელ? ისე ეს ამბავი კია ცოტა სასაცილო სატირალი რომ არ იყოს
გავაზელი
05 მაისი 2017 09:41
"მათ დაცვის თანამშრომლები მოატყუეს, თითქოს მანქანებით დაჭრილი ჯარისკაცები სასწრაფოდ ბაზის ტერიტორიაზე უნდა შეეყვანათ."

დაცვაც ამას ქვია. ამისტანა ბარდაკი ყველაზე მიყრუებულ რუსულ ჩასტშიც არ მინახავს.
jaba
26 აპრილი 2017 08:25
ჩვენი საკმე არ არის ავგანეში ყოფნა. ჩვენ ქვეყანას მივხედოთ.

რედაქტორის რჩევით