ახლებურად მომზადებული ჯარისკაცები
01-05-2017
ახლებურად მომზადებული ჯარისკაცები
წვევამდელების პირველმა ნაკადმა ქართული არმიის 26-ე წლისთავისთვის სამთვიანი განსაკუთრებული მომზადება გაიარა

"ჯარში ყარაულად არ მინდა!" - სწორედ ეს პრეტენზია იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი მათთვის, ვინც სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ცდილობდა.

აპრილის ბოლოს ალგეთის სამხედრო ბაზაში წვევამდელებმა სამთვიანი საბრძოლო მომზადების ისეთივე კურსი დაასრულეს, როგორსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტები გადიან.

ამის შემდეგ მათზე ვერავინ იტყვის, ავტომატის ხელში დაჭერაც არ იციანო, რადგან ბევრად უკეთესად არიან მომზადებული, ვიდრე ის ჯარისკაცები, ვინც გასულ წლებში
იმსახურეს არმიაში.
ახალი პროგრამით მომზადებულ წვევამდელებს შეიარაღებულ ძალებში კიდევ ცხრა თვე მოუწევთ სამსახური და, ძირითადად, ისევ საყარაულო სამსახურში, რადგან მათ, ბუნებრივია, არავინ ანდობს ძვირად ღირებული ტანკისა თუ ქვეითთა საბრძოლო მანქანის მართვას.
თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ამ ჯარისკაცებს დარჩენილ ცხრა თვეშიც ხშირად გამოიყენებს
საბრძოლო წვრთნებში და ხანდახან მათ სადარაჯო კოშკურებზე კონტრაქტით მომსახურეებითაც კი ჩაანაცვლებს, რათა ამ უკანასკნელთ არ დაავიწყდეთ საყარაულო სამსახურის ნიუანსები.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთწლიანი ჯარისკაცების საბრძოლო მომზადება კონტრაქტით მომსახურეების დონეზე იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ისინი სარეზერვო სამსახურის დასაყრდენი ძალა გახდებიან.
შეიარაღებულ ძალებში, ისევე როგორც ქვეყანაში, ბევრი პრობლემაა. არმია ცოცხალი ორგანიზმია და მასში მუდმივად რაღაც ხდება, მათ შორის დანაშაულიც, მაგრამ ეს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დისკრედიტაციის უფლებას არავის აძლევს, მათ შორის საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და რომ ახალგაზრდებს ჯარში სამსახურისგან თავის არიდება მოუწოდოს.
არმია ქვეყნის სარკეა და რა პრობლემებიცაა საზოგადოებაში, იგივე აისახება შეიარაღებულ ძალებზეც.
დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე საუბარი არ შეიძლება, რასაც როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები აქვს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის განმავლობაში ქართულმა არმიამ რამდენიმე ომი გამოიარა, მათ შორის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან არმიასთან. გამარჯვებებით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ ახალი საფრთხეები გვაიძულებს, შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე უფრო მეტი ვიფიქროთ და გავაკეთოთ.
გიორგი
22 მაისი 2017 00:31
გლდანის ციხის ვიშკაზე რთულია სამშობლოს სიყვარულზე ფიქრი და არ გესმის რისთვის ხარ აქ
Hah
15 მაისი 2017 12:44
პარტიული ინტერესი ააფერ შუაშია ვისაც ჯარში არ უნდა არც უნდა წაიყვანონ მარტივია არამგონია იმ ადამიანების ნაკლებობა იყოს ქვეყანაში რომელიც ჯარში წავა ან თუ რიცხოვნობა გაიზარდა იქ ჩაეწერება კიდეც მანდამაინც ახალწვეულებზე რომ არი დამოკიდებული და მატხოვრულად ამუშავებენ ხალხს. თავისი ცხოვრების 1 წელს კარგავს ადამინი ჯარში სადაც სამომავლოდ ინტერესები არ აქ,და ამით შეიზლება საკმაოდ დიდი პერსპექტივა დაკარგოს სამსახური შოვნის...
ჯავახელი
05 მაისი 2017 11:26
მაგარია ძაან!!! დისციპლინას და სუბორდინაციას მაინც ისწავლიან სხვა თუ არაფერი!!!

რედაქტორის რჩევით