სომხეთი ისევ გააწბილეს...
01-05-2017
სომხეთი ისევ გააწბილეს...
ყარაბაღში შეტაკებების წლისთავზე აზერბაიჯანმა საბრძოლო ტექნიკის ახალი პარტია მიიღო... რუსეთიდან

გასულ კვირას სომხეთის ხელისუფლება და განსაკუთრებით - ამ ქვეყნის გენერალიტეტი დიდად უნდა გაწბილებულიყო, რადგან აზერბაიჯანმა რუსეთიდან შეიარაღების ახალი პარტია მიიღო.

სომხების უკმაყოფილებას ის გარემოებაც უნდა უწყობდეს ხელს, რომ ახალი რუსული ჯავშანტრანსპორტიორები ბაქოს პორტში ჩამოიტვირთა იმ შეტაკებების წლისთავზე, რომლებიც მთიან ყარაბაღში 2016 წლის აპრილში მიმდინარეობდა.

სომხეთის მოსახლეობაც და ხელისუფლებაც იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ისინი კრემლის ერთპიროვნულ პოლიტიკურ მხარდაჭერას ელოდნენ, ოფიციალურმა ბაქომ კი
მოსკოვთან კარგი პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა და, რაც მთავარია, რუსული იარაღის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი გახდა.

გასული წლის აპრილის მოვლენების შემდეგ რუსეთმა სომხეთში "ისკანდერის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსები გადაისროლა, რომლებიც სომხეთის არმიის კამუფლირებული ფერებით გადაღებეს და მოსახლეობა დაამშვიდეს - ნახეთ, ჩვენმა ერთგულმა რუსეთმა სამაგიეროდ ისეთი რაკეტები მოგვცა, ბაქოსაც
კი მისწვდებაო. თუმცა, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ეს "ისკანდერები" ისევ რუს სამხედროებს ემორჩილება და სავარაუდოდ, გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე ინახება.

noko
15 მაისი 2017 13:18
ცუდათაა აქვთ საქმე სომხებს
თევდორე მოსულიშვილი!
13 მაისი 2017 13:55
რუსეთ-თურქეთის ომი გარდაუვალია.ორივე სახელმწიფოს ერთი და იგივე ინტერესები აქვს კავკასიაში,შავ ზღვაში,ახლო აღმოსავლეთშიც და მათი გზები აუცილებლად გადაიკვეება. ამ ომში სომხეთი არ ვიცი რას მიიღებს,მაგრამ საქართველო თუ ჭკუით იქნება ბევრ მიიღებს,თუ არა და თავს დაკარგავს. ჩვენი ვიფიქროთ,თორემ სომხეთი ყოველთვის გამარჯვებულის მხარეს იყო.მათი თურქეთთან კავშირიც არ გამაკვირვებს თუ საქმეს დასჭირდა!
იაჰ.
07 მაისი 2017 20:31
მე ვფიქრობ, თურქეთი ნატოდან გავა და რუსეთ-ირან-ჩინეთთან აზიურ კავშირს შექმნიან.
სამაგიეროდ ყარაბაღის საკითხი კიდევ დიდი ხნით გაიყინება და სტტუს-კვო შენარჩუნდება. ეს აზერბაიჯანსაც აწყობს,ხოლო სომხეთი დარჩება როგორც არის - რუსეთის დოტაციის ქვეეშ, სადაც რუსეთს სამხედრო ბაზები გააჩნია.
არადა, სომხები როგორ იმედებს ამყარებდნენ, რუსეთ-თურქე5ის კონფლიქტზე. ამღვრეულ წყალში უნდოდათ "თევზის" დაჭეწრა. მგრამ .... Неთу.უ

რედაქტორის რჩევით