რუსი მზვერავი ცხვრებმა ჩაძირეს
01-05-2017
რუსი მზვერავი ცხვრებმა ჩაძირეს
შავ ზღვაში რუსულ სადაზვერვო ხომალდს პირუტყვმზიდი დაეჯახა და ფსკერისკენ გაუშვა...

ზღვაში ხომალდების შეჯახება, თუნდაც შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდეს, სახუმარო საქმე არ არის, მაგრამ ის, რაც 27 აპრილს შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის შესასვლელიდან 40 კმ-ში მოხდა, მსოფლიოს მასმედიისთვის იუმორისტული სტატიების წერის მიზეზად იქცა.

ბოსფორის სრუტესთან ერთმანეთს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადაზვერვო ხომალდი "ლიმანი" და რუმინეთიდან ლიბანისკენ მცურავი ცხვრებით სავსე პირუტყვმზიდი დაეჯახნენ.

სამიოდე საათში რუსული მზვერავი ხომალდი ფსკერისკენ წავიდა, თუმცა მისი ეკიპაჟის
78 წევრი გადაარჩინეს.
ხომალდების შეჯახება 21-ე საუკუნეშიც ხდება, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხო საზღვაო ნავიგაციისთვის საჭირო რადიოლოკატორებით და მით უმეტეს, GPS სისტემით
თითქმის ყველა მცურავი საშუალებაა აღჭურვილი, კატარღების ჩათვლით.

თუმცა სასაცილო ის არის, რომ რუსული ხომალდის საბრძოლო ამოცანა რამდენიმე ასეული კმ-ის რადიუსში მოწინააღმდეგის ხომალდების აღმოჩენა და
რადიოპელენგირება იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მან გვერდი ვერ აუქცია რუმინული ცხვრე­ბით დატვირთულ პირუტყვმ­ზიდს, რომელმაც შეჯახებიდან ცოტა ხანში დაუბრკოლებლად განაგრძო ცურვა.

"ლიმანი" 90 მ სიღრმეზე ჩაიძირა და წესით, ამით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვაო დაზვერვა უნდა დაინტერესებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, მყვინთავების ჩაშვებას არავინ აპირებს - რა მნიშვნელოვანი საიდუმლო შეიძლება ჰქონდეს რუსულ სადაზვერვო ხომალდს, რომელმაც 85 მ-იანი პირუტყვმზიდი ვერ შენიშნა?
1970 წელს მაშინდელ კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში შექმნილი "ლიმანი" რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადაზვერვო ხომალდების 519-ე ცალკეული დივიზიონის შემადგენლობაში შედიოდა. 73 მ სიგრძისა და 1550 ტ წყალწყვის "ლიმანი" 1999 წელს ადრიატიკის ზღვიდან ყოფილ იუგოსლავიის ტერიტორიაზე NATO-ს საბრძოლო ოპერაციებს ზვერავდა.

სხვათა შორის, ამავე 519-ე დივიზიონის ანალოგიური ხომალდი "ეკვატორი" 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, ზვერავდა ფოთისა და ბათუმის პორტებს...
ნელი
17 მაისი 2017 06:32
თემო-ს !
აბაა შენ ეგა თქვი! არადა 2008-ში ,ვინ საით გარბოდა თვითონ არ იცოდნენ
irina ira xulo somxisa
15 მაისი 2017 03:49
Etkoba dampali da mozvelebuli gemi iko.ise samarcxvinoa rusebistvis skatavozma sadazvero gemi dazira.
Xuleli ziikli nodara
15 მაისი 2017 03:40
Qartvelma xalxma ar unda daushvas gaturweba. Didi shecdoma iko rom misham 30000 turks moqalaweoba mianija.es shecdoma momavslshi aucileblad amokops tavs.

რედაქტორის რჩევით