ფიქციური მღვდელმსახური კანაფით ხელში - "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლება"
15-05-2017
ფიქციური მღვდელმსახური კანაფით ხელში - "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლება"
"გირჩმა" უკვე მიაღწია "წარმატებებს" - "ბიბლიურ თავისუფლებაში" უკვე ოთხასამდე ახალგაზრდა "მიიღო" და ეცდება, მომავალში მეტი "აკურთხოს მღვდლად" ანუ ეს პოლიტიკური აქცია უფრო მასშტაბური გახდეს. შეიძლება ჩაფიქრებულია ამ "ნაკურთხი" მღვდელმსახურებით "გირჩის" რიგების გაზრდა, ისევე, როგორც ამას "იეჰოვას მოწმეების" ორგანიზაცია აკეთებს წლების განმავლობაში.
რა შეიძლება ვთქვათ?

"სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის - "სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება", ლ პუნქტში წერია, რომ მღვდელმსახურებს ან სასულიერო სასწავლებლების სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო
სამხედრო სამსახურში გაწვევა.

სწორედ კანონის ეს მუხლი გამოიყენა პოლიტიკურმა გაერთიანება "გირჩმა", რომ წვევამდელებს ჯარში სამსახურისთვის თავის არიდება კანონის დაურღვევლად შესძლებოდათ.

ამისთვის "გირჩმა" დააფუძნა რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება", რომელშიც გაწევრებულ ახალგაზრდებს "გირჩი" აძლევს მღვდელმსახურის სტატუსს და გადაუვადებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას...

ფორმალურად ყველაფერი კანონიერია, თუმცა, არც
"გირჩი" და არც ეს ახალგაზრდები არ მალავენ, რომ ხუთ წუთში მღვდლად "კურთხევა" ფიქციაა და მისი მიზანი მხოლოდ ჯარში სამსახურისთვის თავის არიდებაა.

"გირჩმა" უკვე მიაღწია "წარმატებებს" - "ბიბლიურ თავისუფლებაში" უკვე ოთხასამდე ახალგაზრდა "მიიღო" და ეცდება, მომავალში მეტი "აკურთხოს მღვდლად" ანუ ეს პოლიტიკური აქცია უფრო მასშტაბური გახდეს. შეიძლება ჩაფიქრებულია ამ "ნაკურთხი" მღვდელმსახურებით "გირჩის" რიგების გაზრდა, ისევე, როგორც ამას "იეჰოვას მოწმეების" ორგანიზაცია აკეთებს წლების განმავლობაში.
რა შეიძლება ვთქვათ?

მხოლოდ ერთი: "გირჩის" ქმედება ანტისახელმწიფოებრივია და ისევე, როგორც წინა აქცია კანაფის თავისუფლად დათესვა-გამოყენების შესახებ, საქართველოს სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის.
საინტერესოა, ჰქონდა თუ არა ასეთი იდეები "გირჩის" თავმჯდომარეს, ბ-ნ ზურაბ ჯაფარიძეს 2003-2015 წლებში, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი იყო და თუ ჰქონდა, როგორ უყურებდა ამას მისი პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი? ეს არა, მაგრამ ის კი ვიცით, რომ "ნაციონალების" ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში მისგან სახალხოდ არავის გაუგონია კანაფის სახლში დათესვის მოწოდება და ახალგაზრდის ფიქციურად მონათვლა მღვდელმსახურად მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ ჯარში სამსახურისთვის თავი აერიდებინა.

"გირჩის" წარმომადგენლების მტკიცება, რომ ახალგაზრდა ერთი წელი ჯარში თურმე მხოლოდ "ყარაულია", კრიტიკას ვერ უძლებს. მათ, როგორც ჩანს, არაფერი იციან "საყარაულო სამსახურის" დიდ მნიშვნელობაზე სტრატეგიული ობიექტებისა თუ იარაღისა და ტყვია-წამლის სა­წყობების დაცვისას. არმიამ რაც უნდა დიდ წარმატებას მიაღწიოს ფრონტის ხაზზე, მტრის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა ზურგში ტყვია-წამლის ერთი დაუცველი საწყობიც რომ ააფეთქოს, შეიძლება ომის ჩარხი შეაბრუნოს. ახლახან უკრაინელებს დივერსანტებმა უზარმაზარი საწყობი აუფეთქეს და უკრაინის არმიას მილიარდი დოლარის საერთო ღირებულების საბრძოლო მასალა დააკლდა, რაც მალე დაეტყობა დონბასში მიმდინარე ბრძოლებს...

ერთი წლის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს ჯარისკაცის საგუშაგოზე დგომა, რა თქმა უნდა, დარღვევა იყო, მაგრამ არავინ უშლიდა თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის უფროსობას, ხანდახან ეს ჯარისკაცები პოლიგონზეც გაეყვანათ. ახლა სიტუაცია თითქოს იცვლება - წვევამდელებმა ისეთივე სამთვიანი საწყისი სამხედრო მომზადება გაიარეს, როგორსაც საკონტრაქტო სამსახურში მიღებულები გადიან და დარჩენილ ცხრა თვეში ეს ჯარისკაცები საგუშაგო კოშკურის გარდა სასროლეთსაც რამდენჯერმე ნახავენ.

"გირჩის" ახალი ინიციატივა მხოლ­ოდ იმიტომ კი არ ემუქრება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, რომ ისინი დღეს ერთწლიან სავალდებულო სამსახურს "და­უძვრებიან", არამედ იმიტომ, რომ ისინი არც მომავალში გამოდგებიან სარეზერვო სამსახურისთვის, არადა, ბრძოლისუნარიანი რეზერვის გარეშე რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს ხანგრძლივი საბრძო­ლო მოქმედებებისთვის არც ძალა ეყოფათ და არც - რესურსი.

საქართველოში შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების გამო მართლაც მძიმე მდგომარეობაში ვარდება ის ახალგაზრდა, რომელსაც ჯარში გაწვევის უწყება მიუვიდა, არადა, ძლივს იშოვა სამსახური და ვერავინ მისცემს პირობას, რომ ერთი წლის განმავლობაში მას ამ სამსახურს "შეუნახავენ". სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და იქნებ ჯობდა, "გირჩს" ყველა ჩვენგანთან ერთად ამ პრობლემის მოგვარებაზე ეფიქრა.

კანაფით ხელში ფიქციური მღვდელმსახურება არ უნდა იყოს საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეების ოცნება, რადგან ერთწლიანი სამხედრო მომზადება ახალგაზრდას ფიზიკურადაც და მორალურადაც ისე გააძლიერებს, რომ ქვეყნის და ოჯახის საიმედო დამცველი გახდება არა მარტო რუსული სამხედრო აგრესიის, არამედ ათასნაირი ტერორისტული საფრთხის (რომლებიც შეიძლება ჯერ კიდევ წინ გვაქვს) დროსაც...


ირაკლი ქუთაისელი
09 ივნისი 2017 10:03
საერთოდ მოქალაქეობა არ უნდა მიეცეს იმათ ვინც ჯარში არ წავა. არც ქონების შეძენის ან მემკვიდრეობის მიღების უფლება უნდა ქონდეს. რად უნდა სახელმწიფოს იმნაირი მოქალაქეები ვინც მის დაცვაზე საერთოდ უარს ამბობს?
tvalsazrisi
01 ივნისი 2017 14:15
თუკი იმდენს ხვდებით, რომ "გირჩი"-ს მთელო "მოღვაწეობა' ანრტისახელმწიფოებრივია, მიიღეთ ზომები!
ბიჯოს.
გასდით და "მოღვაწეობენ"
ჯაფარიძე, ეს დროული კაცი, ისეა ამჩატებული, ბევრ თანხას უხდიან ბოსები. ალბათ.
ჰოდა სულ ჰკიდია, რაებს მიჰქარავს.
გავაზელი
31 მაისი 2017 17:59
ლუკა,

ნუ ახურებ. დაიწყებენ ხოლმე დემაგოგიას დემოკრატიის ნიღბით. დარწმუნებული ვარ, შენ არ გიმსახურია ჯარში.

რედაქტორის რჩევით