ბაქოს - შვეულმფრენები, ერევანს - საზენიტოები...
19-06-2017
ბაქოს - შვეულმფრენები, ერევანს - საზენიტოები...
300 რუსული "იგლა" და "ვერბა" სომხეთს აზერბაიჯანული "მფრინავი ნიანგების" "მოსაგერიებლად"

მთაგორიანი რელიეფის პირობებში დაბალ სიმაღლეზე მფრენი, მართვადი სარაკეტო იარაღით აღჭურვილი შვეულმფრენები სასიკვდილო საფრთხეს უქმნის მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკას. სწორედ ამიტომ მთიან ყარაბაღში დისლოცირებულმა სომხურმა ძალებმა დიდი შეშფოთებით აღიქვეს ინფორმაცია, რომ მათმა სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთის ფედერაციამ მათ მთავარ მოწინააღმდეგეს - აზერბაიჯანს სამი წლის წინ 24 დამრტყმელი შვეულმფრენი, მოდერნიზებული "მფრინავი ნიანგი" МИ-35М მიჰყიდა.

ძალთა ბალანსი მთიან ყარაბაღში ნაწილობრივ დაირღვა, რათა აზერბაიჯანულ მოდერნიზებულ "მფრინავ ნიანგებს"
მაქსიმალური 6 კმ სიშორიდან გაშვებული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით - "ატაკებით", სომხების თითქმის ყველა ტიპის ჯავშანტექნიკა აეფეთქებინათ.

მთიან ყარაბაღში სომხურ ძალებს, მართალია, ჰყავთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მათ შორის "ოსას" ტიპის, მაგრამ ხეობაში ძალიან დაბალ სიმაღლეზე მფრენი შვეულმფრენის აღმოჩენა რადიოლოკატორით ძალზე ძნელია. უფრო მოსახერხებელია მისი დანახვა და გადასატანი
საზენიტო "იგლის" გამოყენება, რომელიც საჰაერო სამიზნეს არა რადიოლოკაციური, არამედ სითბური დამიზნების მოწყობილობით "ჩაიჭერს" და უკან დაგეშილი ძაღლივით "აედევნება".

ამ ტაქტიკურ-ტექნიკური მოსაზრების გამო ცოტა ხნის წინ სომხებმა მთიან ყარაბაღში სტატუს კვო მეტ-ნაკლებად აღადგინეს, რაც რუსეთიდან დაახლოებით 300 ერთეულამდე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიიღეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული კომპლექსის ერთ გასაშვებ მოწყობილობას ორი საზენიტო რაკეტა მოჰყვება, სომეხი სამხედროები არანაკლებ 600 საზენიტო რაკეტით "გამდიდრდნენ".

ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ რუსეთმა სომხეთს გადასცა თანამედროვე Игла-С-სა და ულტრათანამედროვე ВЕРБА-ს ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. "ვერბა" იმით გამოირჩევა, რომ სამდიაპაზონიანი ინფრაწითელი დამიზნების მოწყობილობა აქვს და მისი მოტყუება "სითბური ხაფანგებით" ძნელია, ამასთან, საჰაერო სამიზნის დაზიანება 4,5 კმ სიმაღლეზეც შეუძლია, "იგლები" თუ "სტინგერები" კი 3,5 კმ-მდე თუ სწვდება. "ვერბა" აქამდე მხოლოდ რუსეთის არმიას ჰქონდა.

შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებისთვის ერთმანეთის გამანეიტრალებელი იარაღის მიყიდვა კრემლის კარგად ცნობილი ხრიკია; მაგალითად, აფხაზეთის ომის დაწყების წინ, 1992 წლის ზაფხულში, ქართულ არმიას ტანკები გადასცა, აფხაზებს კი - ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რათა სისხლისმღვრელი დაპირისპირება უფრო მასშტაბური ყოფილიყო...
მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში კი კრემლის მესვეურები, პოლიტიკასთან ერთად, დიდ ფულსაც აკეთებენ. აზერბაიჯანს რუსეთისგან 24 მოდერნიზებული "მფრინავი ნიანგის" ყიდვა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი დაუჯდებოდა, უფრო ღარიბმა სომხეთმა კი რუსულივე 200 მილიონდოლარიანი სესხით ნაყიდი უფრო იაფი "იგლებითა" და "ვერბებით" თითქმის გააქარწყლა აზერბაიჯანული დამრტყმელი შვეულმფრენებისგან მომდინარე საფრთხე. მთიან ყარაბაღში, ფრონტის ხაზთან ჩასაფრებული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით აღჭურვილი სომეხი მეზენიტეები დიდ თავსატეხს გაუჩენდნენ აზერბაიჯანულ "მფრინავ ნიანგებს" - გასულ წელს, აპრილის ოთხდღიანი ომის დროს აზერბაიჯანული დამრტყმელი შვეულმფრენი სომეხმა ჯარისკაცმა ხომ ჩვეულებრივი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნით ჩამოაგდო...

P.S. ინფორმაციისთვის: რუსული მოდერნიზებული დამრტყმელი შვეულმფრენი Vბ-35V სხვა არაფერია, თუ არა Vბ-24DV. სწორედ ასეთმა რუსულმა შვეულმფრენმა 2007 წლის 11 მარტს, ღამით, მართვადი რაკეტა "ატაკით" წერტილოვანი საჰაერო დარტყმა მიაყენა კოდორის ხეობაში სოფელ ჩხალთის ადმინისტრაციულ შენობას, ხოლო ერთი წლის შემდეგ, აგვისტოს ომის დროს, დიდი ლიახვის ხეობაში, სოფელ კეხვის თავზე გამოჩნდა...
lasha
05 ივლისი 2017 05:39
რუსეთი რომ არა კავკასია კარგა ხანია ოსმალეთის და ახლა კიდევ თურქეთის პროვინციები იქნებოდნენ,
ისე რუსეთის კავკასია ძალიან წააგავს ტრადიციებით თურქულს, სარწმუნოებით, აზერები ისედაც მუსლიმები
არიან, სომხებს ისეთი უქნეს რომ დღესაც აზრზე ვერ მოსულან და მგონი ჯობია რუსეთზე როოცა საუბრობთ
ცუდთან ერთად ისიც გაიხსენეთ რაც გაგვიკეთეს სიკეთე. სკოლები უნივერსიტეტები მეცნიერება ინფრასტრუქტურა
წყალსაცავები მდინარის ჯებირები ელექტროსადგურები რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, და კიდევ
ათასი ასე რომ ბრმები ნუ იქნებით არ შეიძლება ქვეყანა რომელიც გპატრონობდა 400 წელი ყველაფერი დაივიწყო.
ისტორია წაიკითხეთ მაინც, ევროპა საქართველოს არასოდეს არ დახმარებია არც ადრე და არც ახლა არ ეხმარება
ეხმარება მხოლოდ იმიტომ რომ რუსეთის მტრად უნდათ გვაქციონ და ანტისარაკეტო სისტემები დაამონტაჟონ
ქართველები კიდევ იმას ვერ ხვდებიან რომ მაგას თუ დაამონტაჟებენ დიდი ომის დროს ერთი ატომური
ბომბი თურქებთან ერთად ჩვენც მოგვხდება ასე რომ შეეშვით ზღაპრებში ცხოვერბას, საქართველოში ან
რუსეთის ინტერესები იქნება ან თურქეთის ამ რეალობის წინ ძალიან მალე დადგება საქართველო და ვაი
იმ დღეს თუ ნატოს გამო საქართველომ თურქეთი აირჩია,
dato
04 ივლისი 2017 16:12
ამიტომაც აზერბაიჯანი შეცდომას უშვებს რომ ყიდულობს იარაღს რუსეთისგან.
გიორგი ასტრალი
03 ივლისი 2017 08:29
გააგდეთ რუსეთი და შემოუშვით მუსლიმ ნატო თურქეთი, რა ტურასაც იჭერთ უკვე ბათუმში ჩანს, გათურქების გზაზე,

რედაქტორის რჩევით