ქართველებმა ტანკების აფეთქებაში წაივარჯიშეს
19-06-2017
ქართველებმა ტანკების აფეთქებაში წაივარჯიშეს
ვაზიანის პოლიგონზე ტანკსაწინააღმდეგო "ფაგოტებით" ჯავშანსამიზნეებს ხვრეტდნენ...

როდესაც ქართული არმიის დანაყოფების საველე მომზადებაზე ინფორმაცია ვრცელდება, უნებურად კარგ გუნებაზე დგები; მით უმეტეს მისასალმებელია, თუკი ეს მომზადება რეალური საფრთხის მოგერიებას ეხება.
ვაზიანის პოლიგონზე აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი და მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა ჯავშანსამიზნეები შორი მანძილიდან გაშვებული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით - "ფაგოტებით" დააზიანეს.
სიმართლე რომ ითქვას, ასეთივე "ფაგოტებით" ვაზიანის პოლიგონზე 1970-იანი წლებიდან საბჭოთა არმიაც ვარჯიშობდა. ამ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით დღესაც შეიძლება რუსული ჯავშანტექნიკის
ნაწილის მწყობრიდან გამოყვანა, თუმცა თანამედროვე Т-90-ის დინამიკურ დაცვასა და შუბლა ჯავშანს ის ვეღარ გაარღვევს.

აგვისტოს ომამდე საქართ­ვლოს თავდაცვის სამინისტრომ ბევრი "ფაგოტი" შეიძინა, თუმცა, რუსული ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ ისინი თითქმის არ გამოუყენებია, სამაგიეროდ, რუსმა სამხედროებმა საქართველოდან ალაფის სახით ასობით "ფაგოტი" წაიღეს.

აგვისტოს ომის შემდეგ ორფოლოს პოლიგონზე მსგავსი
სწავლება ჩატარდა, რომელსაც ამ სტატიის ავტორიც ესწრებოდა და ცოტა იმედგაცრუებული დარჩა, რადგან რამდენიმე "ფაგოტი" სტარტის შემდეგ იქვე, რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, ჩამოვარდა. რატომ მოხდა ასე, "ფაგოტები" არ იყო გამართული თუ მათი შენახვის პირობები ირღვეოდა - სამხედროებს უნდა დაედგინათ, თუმცა, საეჭვოა, მაშინ ვინმეს ეს გაეკეთებინა.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების განცხადებით, ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფების მომზადება მრავალ­ეროვნულ სწავლება Noble Partner 2017-ზე ხდება, რომლის მონაწილეები სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის განადგურებაში ივარჯიშებენ. ეს, რა თქმა უნდა, უკეთესია, რადგან წლების განმავლობაში ასეთი მრავალეროვნული სწავლებების მთავარი მიზანი ჩეკ-პოინტების მოწყობა თუ კონვოირება იყო. ჩანს, ჩვენი პარტნიორებიც თანდათან ხვდებიან, რომ ერთ-ერთი მთავარი საფრთხე შეტევაზე გადმოსული რუსული საბატალიონე ტაქტიკური ჯგუფების ჯავშანტექნიკაა.
გია
29 ივნისი 2017 11:22
ვარჯიშში მაგრები არიან ქართველები)))))

რედაქტორის რჩევით