ტყვიამფრქვევი, ავტომატური შაშხანა - რის ყიდვას აპირებს საქართველო აშშ-სგან? - კვირის პალიტრა

ტყვიამფრქვევი, ავტომატური შაშხანა - რის ყიდვას აპირებს საქართველო აშშ-სგან?

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამატებითი სამხედრო შეიარაღების შეძენას გეგმავს.

უწყების ინფორმაციით, საუბარია, საბჭოთა შეიარაღების ნატო-ს შეიარაღებით ჩანაცვლების ფარგლებში მიმდინარე ეტაპობრივ პროცესზე. კერძოდ, ნატოს შეიარაღებაში არსებულ M240 -ებსა (ტყვიამფრქვევი) და M4-ებზე (ავტომატური შაშხანა).

მათივე განმარტებით, სამხედრო დანიშნულების ქონების შესყიდვა იმ ფინანსური დახმარებით მოხდება, რომელსაც საქართველო აშშ-სგან ყოველწლიურად იღებს.

"ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის მთავრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ყოველწლიურად გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. სამხედრო დანიშნულების ქონების შესყიდვა, სწორედ ამ დახმარების ფარგლებში ხორციელდება", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ ეს არის სამხედრო აღჭურვილობა, რომლითაც შეიარაღებულია აშშ-ის არმია. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე ერთი ერთეული M240-ის ტყვიამფრქვევი, 30 მაისს, კრწანისში საზეიმოდ უკვე გადაეცა GDRP-ში მონაწილე პირველ ქვედანაყოფს (43-ე ბატალიონს). უახლოეს მომავალში მოხდება კიდევ ერთი ტყვიამფრქვევისა და ასევე M4-ების (ავტომატური შაშხანა) გადმოცემაც.

"ინტერპრესნიუსი"