ტყვიამფრქვევი, ავტომატური შაშხანა - რის ყიდვას აპირებს საქართველო აშშ-სგან?
10-07-2017
ტყვიამფრქვევი, ავტომატური შაშხანა - რის ყიდვას აპირებს საქართველო აშშ-სგან?
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამატებითი სამხედრო შეიარაღების შეძენას გეგმავს.

უწყების ინფორმაციით, საუბარია, საბჭოთა შეიარაღების ნატო-ს შეიარაღებით ჩანაცვლების ფარგლებში მიმდინარე ეტაპობრივ პროცესზე. კერძოდ, ნატოს შეიარაღებაში არსებულ M240 -ებსა (ტყვიამფრქვევი) და M4-ებზე (ავტომატური შაშხანა).

მათივე განმარტებით, სამხედრო დანიშნულების ქონების შესყიდვა იმ ფინანსური დახმარებით მოხდება, რომელსაც საქართველო აშშ-სგან ყოველწლიურად იღებს.

"ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის
ფარგლებში ამერიკის მთავრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ყოველწლიურად გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. სამხედრო დანიშნულების ქონების შესყიდვა, სწორედ ამ დახმარების ფარგლებში ხორციელდება", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ ეს არის სამხედრო აღჭურვილობა, რომლითაც შეიარაღებულია აშშ-ის არმია. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე ერთი ერთეული M240-ის ტყვიამფრქვევი, 30 მაისს, კრწანისში საზეიმოდ უკვე გადაეცა GDRP-ში მონაწილე პირველ ქვედანაყოფს (43-ე ბატალიონს). უახლოეს მომავალში მოხდება კიდევ ერთი ტყვიამფრქვევისა და ასევე M4-ების
(ავტომატური შაშხანა) გადმოცემაც.

"ინტერპრესნიუსი"
დათო
25 ივლისი 2017 13:20
ნეტა იარაღი რა თავში სახლელად გვინდა. ვის უნდა ვებრძოლოთ/???????????
david
23 ივლისი 2017 18:29
კი მაგრამ,როდესმე ხომ უნდა მიექცეს ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას ყურადღება?..თუ შორსმსროელი საზენიტო საშუალებების შეძენის საშუალება არ გააჩნია სახელმწიფოს,ხომ შეიძლება საშუალო რადიუსზე მოქმედი,თუნდაც 10-20 წლის წინანდელი კომპლექსების შესყიდვა?..
ან დაპირებული UH-60 BLAK HAK სადღაა ალასანია დროს რომ მოილაპარაკეს,როცა ჩაკ ჰეიგელი იყო ჩამობრძანებული?..მითუმეტეს ეს ვერტმფრენები არ არის საბრძოლო დანიშულების,უფრო სატრანსპორტო ფუნქიის საჰაერო აპარატია.
1234
20 ივლისი 2017 17:30
უტვინოებო ჯაველინები და სტინგერები იყიდეთ პირველ რიგში და მერე დანარჩენი, რუსეთან ადრე თუ გვიან მოგვიწევს შეტაკება და რითი გინდათ ტანკის შეჩერება? ტყვიამფქვევით?!?

რედაქტორის რჩევით