ჰააგა "ბოინგის" "მკვლელების" სასამართლოს სამზადისში და დაუსჯელობით წაქეზებული რუსეთის თავგასულობა
25-07-2017
ჰააგა "ბოინგის" "მკვლელების" სასამართლოს სამზადისში და დაუსჯელობით წაქეზებული რუსეთის თავგასულობა
2014 წლის 17 ივლისს უკრაინის თავზე ჩამოგდებული MH17 რეისის შემსრულებელი "ბოინგ-777" ტიპის სამგზავრო ლაინერმა პირველი გაფრენა 1997 წლის 17 ივლისს, ანუ კატასტროფამდე ზუსტად 17 წლით ადრე განახორციელა...

დონბასში რუსული "ბუკით" მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებიდან სამი წლის თავზე თითქმის ყველაფერი გარკვეულია, თუმცა 298 ადამიანის მკვლელობაში დამნაშავეები ჯერ არ დასჯილან...

სამი წელი შესრულდა იმ საშინელი ტრაგედიიდან, როდესაც უკრაინის აღმოსავლეთით კატასტროფა განიცადა მალაიზიურმა "ბოინგმა", რასაც 298 ადამიანი, მათ შორის
- 80 ბავშვი ემსხვერპლა...

უკვე ყველაფერი გარკვეულია - როგორ შეიყვანეს რუსეთის ტერიტორიიდან დონბასში საზენიტო-სარაკეტო "ბუკი", როგორ აერიათ მალაიზიური "ბოინგი" უკრაინულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში, რომლის ჩამოგდებაც დაგეგმილი იყო, ვინ აცილებდა და ვინ ისროლა რუსული "ბუკი", ასევე - რუსეთის არმიის ასამდე სამხედრო მოსამსახურის ვინაობა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ მსოფლიო მნიშვნელობის დანაშაულში...

თუმცა საბოლოო შედეგი ჯერ არ

ჩანს და არც არავინ დასჯილა. უფრო მეტიც - რუსეთის ხელისუფლება, მიუხედავად უტყუარი გამამტყუნებელი ფაქტებისა, კვლავ ჯიუტად უარყოფს სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდებას.

მოსკოვმა ხელი შეუშალა საერთაშორისო სასამართლოს გამართვას, თუმცა, ჰააგაში ნიდერლანდების ხელისუფლება მალე მაინც დაიწყებს პროცესს, რადგან ჩამოგდებულ "ბოინგში" ყველაზე მეტი - 192 მგზავრი, სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქე იყო.

ამ საქმეში კარგად გამოჩნდა დაუსჯელობით წაქეზებული რუსეთის თავგასულობა. საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ხელისუფლება არ დასაჯა, როდესაც 1993 წლის სექტემბერში რუსმა სამხედროებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა სწორედ საზენიტო რაკეტების გამოყენებით სოხუმის აეროპორტთან ორი ქართული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ერთი კი აეროპორტში საარტილერიო ცეცხლით ააფეთქეს, რასაც ასზე მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

ჰააგის სასამართლოზე "ბოინგის" ტრაგედიაში ბრალდებული რუსი მაღალჩინოსანი სამხედროების გვარებიც გახმაურდება, მაგრამ საეჭვოა, მოსკოვმა ისინი ნიდერლანდებს გადასცეს. უფრო რეალურია, კატასტროფაში დაღუპულთა ახლობლებმა, ასევე - ავიაკომპანიამ და სხვა მოსარჩელეებმა, რუსეთის ფედერაციას რამდენიმე მილიარდი დოლარი კომპენსაციის გადახდა მოსთხოვონ, რასაც კრემლი, რა თქმა უნდა, გაასაჩივრებს­ და პროცესს შეძლებისდაგვარად გააჭიანურებს.
ემისია
02 აგვისტო 2017 13:40
xxx-ს
შენ გგონია რომ მასეთი სისულეების დაწერა ღირშებას გძენს? თუ მაინაკივით იმით კმაყოფილდები რომ სხვის ღირსების შელახვას ცდილობ?! არაა ეგ გამოსავალი შენთვის! დრო გიჩვენებს ნათლად!
g
26 ივლისი 2017 10:59
ისე იუგოსლავიაც რუსეთმა დაბომბა
xxx
26 ივლისი 2017 10:48
საღოლ პუტინ, დადექით და ლანძღეთ კურდღლებო, 2008- ში თავქუდმოგლეჯილები გარბოდით და ეხლა გახდით მაგრები?

რედაქტორის რჩევით