ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს საქართველოში 6 აგვისტოს ჩამოასვენებენ
04-08-2017
ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს საქართველოში 6 აგვისტოს ჩამოასვენებენ
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (23.10.1991) დაიღუპა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მდინარი ბებიაშვილს საქართველოში 6 აგვისტოს ჩამოასვენებენ. გარდაცვლილ ჯარისკაცს სამშობლოში სამხედრო წესით ჩამოასვენებენ.

უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლი
დან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის".

როგორც ცნობილია, მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე
ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის - დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით