წითელი კორეა, ბირთვულქობინიანი რაკეტები და გარინდებული ამერიკა - რა არის ალტერნატივა, ომი?
წითელი კორეა, ბირთვულქობინიანი რაკეტები და გარინდებული ამერიკა - რა არის ალტერნატივა, ომი?
იაპონიის მიმართულებით კორეული ბალისტიკური რაკეტის გაშვებით კიმ ჩენ ინი ტრამპს არჩევანის საშუალებას უსპობს

29 აგვისტოს იაპონიას ჩრდილოკორეულმა ბალისტიკურმა რაკეტამ გადაუფრინა, რომელიც კუნძულ ჰოკაიდოდან 1180 კმ-ის მოშორებით ჩავარდა. კორეულმა რაკეტამ, "ჰვასონ-12"-მა, 2700 კმ იფრინა და მაქსიმალურ სიმაღლეს - 550 კმ-ს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ მისი ფრენის მაქსიმალურმა მანძილმა ოპტიმალური ბალისტიკით გაშვების შემთხვევაში შეიძლება 5,5 ათას კმ-ს მიაღწიოს, ანუ აშშ-ის კუნძულ გუამს მისწვდეს, სადაც უმსხვილესი ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურაა განთავსებული...

ფაქტია, რომ ჩრდილო კორეამ ბოლო
You must have Flash Player installed in order to see this player.
წლებში ბალისტიკური რაკეტების წარმოუდგენელი სრულყოფა შეძლო. სტატისტიკის თანახმად, თუკი მ
ამის, კიმ ირ სენის მმართველობისას ჩრდილო კორეამ მხოლოდ 15 ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, შვილმა, კიმ ჩენ ირმა, 2006 წლიდან დღემდე თავის სამხედროებს 84 რაკეტა გააშვებინა, მაგრამ მთავარი მაინც არის არა გაშვებული რაკეტების რაოდენობა, არამედ მათი ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების მკვეთრი ზრდა, რაც ზოგიერთმა დასავლელმა ექსპერტმა ფხენიანისთვის უკრაინელი მერაკეტეების დახმარებით ახსნა. ამან დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია, რადგან გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქციადადებული წითელი კორეისთვის სარაკეტო ძრავების მიწოდების ფაქტის დადასტურება უკრაინას დასავლეთთან ურთიერთობაში პრობლემებს შეუქმნიდა. როგორც გაირკვა, ამის დამადასტურებელი საბუთები არ არსებობდა და ყველაფერი ძალიან ჰგავდა დეზინფორმაციას, რომელიც რუსულმა სპეცსამსახურებმა მათთან დაახლოებული ერთ-ერთი დასავლელი ექსპერტის მეშვეობით "შეუგდეს" გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსს".

მეორე მხრივ, ჩრდილოკორეულ ბალისტიკურ რაკეტებზე მართლაც უფრო
მძლავრი სარაკეტო ძრავების გამოჩენა აღძრავს ეჭვს, რომ კიმ ჩენ ირს მალულად რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ეხმარება.
ვის-ვის და, პუტინის ხელისუფლებას უდავოდ აძლევს ხელს, ავღანეთთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილო კორეის ომის ჭაობშიც აღმოჩნდეს ჩათრეული.

იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვებით კიმ ჩენ ირმა თითქმის ამოწურა დაძაბულობის მშვიდობიანი მოლაპარაკებებით მოგვარების შესაძლებლობები. ყოველ შემთხვევაში, თეთრ სახლში უკვე აღარ სჯერათ, რომ წითელი კორეის ახალგაზრდა ლიდერი ნებით შეწყვეტს ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის სრულყოფის პროცესს და მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდება.

რა არის ალტერნატივა, ომი?


ჩრდილო კორეასთან ომი იქნება განსხვავებული იმისგან, რაც მსოფლიომ ერაყში, "უდაბნოს ქარიშხლის" დროს იხილა და იმ ანტიპარტიზანული საბრძოლო მოქმედებებისგან, რომელთაც საერთაშორისო კოალიცია მე-16 წელია ავღანეთში ახორციელებს.
მართალია, ჩრდილო კორეის არმიის ძირითადი შეიარაღება უკვე მოძველებულია, მაგრამ ის ძალიან ბევრია და სახმელეთო ოპერაციებში მისივე ტერიტორიაზე მრავალმილიონიანი წითელი კორეის არმიის დამარცხება თითქმის შეუძლებელია.

ამერიკელებსა და სამხრეთ კორეელებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, გამოიყენონ წერტილოვანი საჰაერო დარტყმების ტაქტიკა, მაგრამ მისი შედეგი ისეთი ვერ იქნება, როგორიც იყო ერაყსა თუ ყოფილ იუგოსლავიაში.
საქმე ის არის, რომ კორეელი კომუნისტებისთვის კარგი გაკვეთილი იყო 1950-53 წლების ომი, როდესაც ამერიკული ბომბდამშენების ხალიჩისებურ დაბომბვებს მიწისქვეშა თავშესაფრებში წარმატებით ემალებოდნენ.

დღეს ჩრდილო კორეის ძირითადი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები მიწაში ღრმად არის ჩამალული და მათი აფეთქება ნაქებ ამერიკულ ბუნკერსაწინააღმდეგო მართვად საავიაციო ბომბებსაც კი არ ძალუძთ.
ომის დაწყების შემთხვევაში ამერიკულ წერტილოვან საჰაერო დარტყმებს წითელი კორეის სამხედრო პოტენციალის დიდი ნაწილი გადაურჩება, რაც კიმ ჩენ ირს საპასუხო დარტყმის საშუალებას მისცემს.

წითელ კორეას საჰაერო დარტყმის მიყენება მეზობელი სამხრეთ კორეისთვის რამდენიმე ასეული მოძველებული თვითმფრინავით შეუძლია. მათ შორისაა თავის დროზე თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი 30-ზე მეტი Cy-25K ტიპის მოიერიშეებიც, მაგრამ, ალბათ, ჩრდილოკორეული საბრძოლო ავიაციის უდიდესი ნაწილი ომის დაწყების პირველივე წუთებში აეროდრომებზევე განადგურდება.
უფრო რეალურია ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტების საფრთხე, რადგან მათი უმეტესობა მობილურ დანადგარებზეა განთავსებული და შეიძლება ტყეებსა და მიწისქვეშა გვირაბებში დაემალონ ამერიკულ და სამხრეთკორეულ ავიაციას.
სახიფათოა მრავალრიცხოვანი საარტილერიო დანადგარებიც, რომელთა ნაწილის მოქმედების რადიუსი სწვდება სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ ნაწილს, დედაქალაქ სეულის ჩათვლით.

ამერიკელების მიერ კიმ ჩენ ინის რეჟიმისთვის პრევენციული საჰაერო დარტყმების მიყენების შემთხვევაში სამხრეთ კორეა - და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი დედაქალაქი სეული - საპასუხო, შურისძიების დარტყმების მძევალი ხდება, რაც ამ აყვავებული ქვეყნის მცხოვრებლებს ძალიან აშინებთ.
სხვა მხრივ, თუკი რამდენიმე წელიწადში კიმ ჩენ ინის განკარგულებაში აღმოჩნდება საშიში იარაღი - საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ჩრდილო ამერიკის ნებისმიერ ქალაქს მისწვდება და ამასთან, ბირთვული ქობინით იქნება აღჭურვილი, ეს მსოფლიოში ბევრ რამეს შეცვლის.
ბირთვულქობინიანი საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტები დიდი ხანია შეიარაღებაში აქვთ რუსეთსა და ჩინეთსაც და არც მოსკოვი და პეკინი არიან მაინცდამაინც მეგობრულად განწყობილი ვაშინგტონის მიმართ, მაგრამ ბირთვული ომით ამერიკელებს არასოდეს დამუქრებიან, ფხენიანი კი ამერიკელებს ცივი, ბირთვული ზამთრით აშინებს.

"ბირთვული ხელკეტით" შეიარაღებული კიმ ჩენ ინი ხელს არ უნდა აძლევდეს არც რუსეთსა და ჩინეთს, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან ჩრდილო კორეას, თუმცა ფაქტია, რომ წითელი კორეის სარაკეტო გადაიარაღება ამ ორი ქვეყნის ფარულ დახმარებას ეფუძნებოდა და შესაძლოა, ეს პროცესი ახლაც გრძელდება.
ერთ-ერთი გამოსავალი, თანაც ისე, რომ საჭირო არ გახდეს ფხენიანისთვის პრევენციული წერტილოვანი საჰაერო დარტყმების მიყენება, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და იაპონიის ზღვაში სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების განთავსებაა. დღესდღეობით მათ არ შეუძლიათ რუსული თუ ჩინური მასობრივი სარაკეტო ზალპების სრული მოგერიება, მაგრამ ერთდროულად გაშვებულ რამდენიმე ჩრდილოკორეულ ბალისტიკურ რაკეტას კი უნდა გაუმკლავდნენ.

სხვათა შორის, იაპონიის მიმართულებით 29 აგვისტოს გაშვებული ჩრდილოკორეული "ჰვასონი" ამერიკულმა ანტისარაკეტო სისტემამ, სავარაუდოდ, იმიტომ არ ჩამოაგდო, რომ რაკეტის ფრენის ტრაექტორია იაპონიის კუნძულების თავზე რამდენიმე ასეულ კილომეტრზე, ფაქტობრივად, ახლო კოსმოსში გადიოდა და ის იაპონელებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

ამ ეტაპზე ამერიკელებს ჩრდილოკორეულ ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძოლის სამი ძირითადი ანტისარაკეტო სისტემა აქვთ.
საშუალო სიშორის მოქმედების (3500 კმ-მდე) ბალისტიკური რაკეტების გზაგადამჭრელი მობილური კომპლექსი THAAD-ი ათასი კმ-ის სიშორიდან აღმოაჩენს სამიზნეს და მას 200 კმ-ის რადიუსში, 150-200 კმ-ის სიმაღლეზე ანადგურებს. სამხრეთ კორეაში ეს ანტისარაკეტო კომპლექსი უკვე ჩატანილია.
AEGIS-ის სისტემით აღჭურვილ კრეისერებს SM-3-ტიპის საზენიტო რაკეტებით 500 კმ რადიუსში მაქსიმალურ 250 კმ სიმაღლეზე პირდაპირი მორტყმით შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტის ქობინის დაზიანება. იაპონიის ზღვაში რამდენიმე ასეთი კრეისერი მუდმივად დრეიფობს.

ლეგენდარული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, PATRIOT-ის (რომელმაც მონაწილეობა მიიღო "უდაბნოს ქარიშხლის" ოპერაციაში) თანამედროვე მოდიფიკაცია PAC-3 განკუთვნილია ბალისტიკური სამიზნის მაქსიმალურ 20 კმ-ზე ჩამოსაგდებად და ის ბოლო იმედია სამეშელონიანი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაში.
ჩრდილო კორეასთან დაკავშირებული საერთაშორისო დონის პრობლემები კიდევ დიდხანს გაგრძელდება. წერტილოვანი საჰაერო დარტყმების მიყენება კიმ ჩენ ინის რეჟიმისთვის გამოსავალი არ არის, რადგან ის ჩრდილო კორეის ხელისუფლების სწრაფი შეცვლის გარანტიას არ იძლევა. სამაგიეროდ, ამას შეიძლება წითელი კორეის მხრიდან შურისძიების მიზნით ათმილიონიანი სეულის მასობრივი საარტილერიო დაბომბვა მოჰყვეს.

ირაკლი ალადაშვილი
12 სექტემბერი 2017 21:10
სამ კორეელები ატომურ ბომბა გავაკეთებინე ამერიკელებმა ხიროსიმა და მაგ ახალი გაანადგურეს კორეელები მაგრები ხართ
ზვიადი
12 სექტემბერი 2017 12:22
ყველანაირი ვერსია შემუშავებული ექნებათ ბოლო ბოლო სამი ძლიერი სახელმწიფო ფიქრობს ამ უსერიოზულეს პრობლემის მოგვარებას, აქ კი ჩანს რომ ჩრდილოეთ კორეა იმუქრება, მაგრამ სრულმაშტაბიან სამხედრო ოპერაციის დაწყება და ტაქტიკა არაა უპირველესი ამოცანა, აქ მეორე და უფრო უმნიშვნელოვაბესი ფაქტორი ისაა რუსეთი და ჩინეთი რას იმოქმედებან გაჩაღებულ ომის დროს, ეგენი ხომ ფხენიანის ასე თუ ისე მოკავშირეები არიან, და მესამე მსოფლიო ომს რომ თავი დავანებოთ არის კი იმდენი რესურსი სამი საშიში ქვეყანა დაამარცხოს ამერიკამ და იაპონიამ, რომლებსაც ისედაც ბევრი პრობლემები აქვთ ბუნებრივი თვალსაზრისითაც???
Rocky
11 სექტემბერი 2017 07:19
ერთადერთი გამოსავალი მიუხედავად მისი საშინელებისა არის ომი. აშშ-ს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას ამის სრული შესაძლებლობა აქვთ. დრო მუშაობს ჩრდილოეთ კორეის სასარგებლოდ. პირველ რიგში ჩემი აზრით აუცილებელია წარსული გამოცდილების გააზრება და ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით იზოლირება კორეული ომისაგან. ეს კი ჩემი აზრით შესაძლებელია შემდეგნაირად. აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა ახდენენ ზღვაზე უპირატესობის მოპოვებას. ამ ქვეყნებს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვთ. შემდეგ იაპონია და სამხრეთ კორეა ახორციელებენ სრულმაშტაბიან სახმელეთო ოპერაციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, ხოლო აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი და საჰაერო-სადესანტო ძალები, მხედველობაში მაქვს ელიტური 82-ე და 101-ე სადესანტო დივიზიები ახდენენ შეჭრა ჩრდილოეთ კორეის ჩრდილოეთიდან, რათა მოხდეს კონტროლი რუსეთისა და ჩინეთის საზღვრებზე ამ ქვეყნების იზოლირების მიზნით. რა თქმა უნდაა ყველაფერ ამას წინ უძღვის საჰაერო უპირატესობის მოპოვება და მისი გამოყენება მთელი ომის განმაჩლობაში. ამგვარად, ჩრდილო კორეის არმია გრდემლსა და უროს შორის მოხვდება და მოკავშირეებს წარმატების დიდი შანსი ექნებათ. სხვა შემთხვევაში უნდა მოემზადონ უარყოფითი შედეგებისათვის. ჩემი აზრით უსარგებლო, არაფრისმომტან ბრძოლებს ერაყსა და ავღანეთში, ნამდვილად ჯობდა ამერიკელებს კორეისთვის მიეხედათ და დღეს აღარ ექნებოდათ ამდენი ვალები და მათი სამხედრო-პოლიტიკურ ჰეგემონიას (ვგულისხმობ მსოფლიოს მულტიპოლარულ მოწყობას, სადაც ამერიკელებს უფრო და უფრო ნაკლებათ ითვალისწინებენ) არანაირი საფრთხე არ დაემუქრებოდა. ყოველ შემთხვევაში XXI საუკუნეში მაინც. ახლა კი სხვადასხვა ექსპერტების მოსაზრება ამერიკის როგორც მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველის დასასრულის შესახებ, სულაც არ მიმაჩნია უსაფუძვლოდ და რაც დრო გადის, მსოფლიო მოწყობის ამგვარი კონტურები უფრო ნათლად იხაზება პოლიტიკურ რუკაზე.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა