დრონი-დივერსანტები ტყის ხანძრების ავტორები?
დრონი-დივერსანტები ტყის ხანძრების ავტორები?
გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს სტატიას, რომელშიც გაზეთის ანალიტიკოსი და ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი საინტერესო ვერსიაზე წერს. გთავზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

მიუდგომელ ტყის მასივებში ცეცხლის მრავალი კერის თითქმის ერთდროულად გაჩენამ უნებურად დაბადა ეჭვი, რომ ეს იყო დაგეგმილი და ფარულად განხორციელებული დივერსიული აქტების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში კრიზისული სიტუაციის შექმნას. შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო, მოსახლეობისთვის დაენახვებინათ ასეთ ვითარებაში ხელისუფლების არაადეკვატურობაც, რასაც შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება მოჰყვებოდა.


დივერსიული მიზნით ტყის ხანძრების გაჩენა არახალია და ასეთი ქმედება არაერთი ქვეყნის სპეცსამსახურს განუხორციელებია. ასეთ დროს დივერსანტები ცდილობენ, არ გამოვლინდეს მათი აქტიურობა და ყველაფერი ბუნებრივ პირობებს დაბრალდეს. ამისთვის ისინი სპეციალურ ტექნიკასა და ტაქტიკას იყენებენ.


ცხრა წლის წინ ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან, სწორედ იმავე ადგილას გაჩენილი ხანძარი იმ რუსულ შვეულმფრენებს დაბრალდა, რომლებიც ხეობაში გადამალულ ქართული არმიის მძიმე ტექნიკას ეძებდნენ და დროდადრო სითბურ "ხაფანგებს" ისროდნენ. ეს "ხაფანგი" მცირე ზომის რაკეტაა, რომელიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტა უნდა "მოატყუოს". არსებობს ვარაუდი, რომ ეს "ხაფანგები" ვერ ასწრებდა ჰაერში დაწვას და ბორჯომის ხეობაში, ტყეში ჩავარდნისას მართლაც აჩენდა ხანძრის კერებს.

დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები, როგორც თვითმფრინავის, ისე შვეულმფრენის პრინციპით მფრენი თითქმის იდეალური საშუალებაა მიუვალ ტყის ფერდობებზე ხანძრების კერების გასაჩენად, განსაკუთრებით ღამით, როდესაც ერთ-ორმეტრიანი დრონის და მით უმეტეს - უფრო მინიატიურული კვადროკოპტერის შემჩნევა, როდესაც მათ გამორთული აქვთ გაბარიტული მაშუქები, თითქმის შეუძლებელია. მათი აღმოჩენა ყველაზე ძლიერი რადიოლოკაციური კონტროლის მქონე ქვეყნების არმიებსაც უჭირთ და ცხადია, მით უფრო გაუჭირდებოდა ქართულ საჰაერო თავდაცვას, თანაც ხეობებში, დაბალ სიმაღლეზე.

საშუალო ზომის რუსულ სადაზვერვო დრონებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ადვილად შეეძლოთ ბორჯომის ხეობაში ღამით მალულად შემოფრენა და მცირეგაბარიტიანი ტერმიტული ყუმბარების ჩამოყრა, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და კომპოზიციური მასალისგან დამზადებული ყუმბარის კორპუსსაც უკვალოდ "აქრობს", რათა ნივთმტკიცება არ დატოვოს.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ხანძრების სერია დიდი ალბათობით ხელოვნურად ჩნდება" - ვის აწყობს საქართველოს გადაწვა?!
მკითხველის კომენტარი (15)
იოიო
05 სექტემბერი 2017 10:44
რამდენს უხდიან იმ ხალხს, ვინც რუსეთის საწინააღმდეგო გამოსვლებით გამოირჩევა? ირგვლივ სულ სატანა მტრები გვახვევია და მარტო რუსია აქედან გამორჩეული?! ასეთი ხალხი მხოლოდ ზიზღის ღირსია,სამართლიანობას არ თხოულობენ და საუკუნის მოსისხლეებს გვერდით უგორდებიან.
Shalva
05 სექტემბერი 2017 06:40
ეხ
glaxuna დარჩი გლახუნად.
Salva
05 სექტემბერი 2017 06:37
რა დრონი, რის ლაზერი- ამით რუსმა რა უნდა მოიგოს. ტურისტი აღარ ჩამოვლენ რუსეთიდან და წავლენ თურქეთში? თურქეთის ტურისტულ პოტენციალს უფრთხილდება ალბათ რუსეთი.
.
sf
04 სექტემბერი 2017 21:42
ბორჯომის ხანძრამდე სოფელში მომიწია ღამის 4 ზე ასე წასვლა და მე დავინახე დრონი დაფრინავდა ტყის თავზე და პატარა წითელი ციმციმა ქონდა თამ ჩემი სოფლიდან ბორჯომამდე არცისე შორია
ლევანი
04 სექტემბერი 2017 20:26
აღარ ვიცი ვის დავუჯერო, კაკულია რომ ამბობს 3 ადამიანს ვხედავო ? ეტყობა დრონის ოპერატორებს ხედავს . პულტები არ უხსენებია ალბათ ვერ დაინახა სიბნელეში.
glaxuna
04 სექტემბერი 2017 20:06
ეეჰ

ღრუსეთს თავისი დასმული ,,ძალები,,-ც ე ზ ი ზ ღ ე ბ ა თ რეალურად ,ანუ ფარისევლები,არანაკლებ მათზე , ვინც მათ თავდადებით ე ბ რ ძ ვ ი ს...

ი ს ტ ო რ ი ა მაინც წაიკითზე,ი ს ტ ო რ ი ა --რა დამართეს იმ ქ ა რ თ ვ ე ლ ბოლშევიკებს,ვინც 1921 წელს საქართველოს სახელმწიფოს ლიკვიდაცია მოახდივ ი ნეს...როცა პატრიოტები გ ა ა ნ ა დ გ უ რ ე ბ ი ნ ე ს,მერე თავად მიუბრუნდნენ - ე.წ. ,,უკლონისტებად,, გამოაცხადეს და ზოგი დახვრიტეს,ზოგი გადაასახლეს,ზოგსაც თავი დაახვრეტინეს ...

ღრუსეთის მ ი ზ ა ნ ი ერთია- საქართველოს სახელმწიფოებრიობის უკიფურესად დ ა კ ნ ი ნ ე ბ ა- დაშლა -ლიკვიდაცია (ახალ ღრუსულ-აზიურ ე.წ. ,ევრაზიულ კავშირში,, შეთრევით) ,რომ კავკასია არ დაკარგოს და რ ე ა ლ უ რ ა დ მისთვის მათი მოსამსახურე-ქვეშემრდომებიც ს ძ უ ლ თ ( ლოგიკით -თავიანთ ერს ღ ა ლ ა ტ ო ბ ე ნ და ჩვენი,მტრის ერთგულები ბოლომდე როგორ იქნებიანო,, ?!) და თავისთავად მათ წინააღმდეგ მებრძოლებიც !

ეს რად ჭ ი რ დ ე ბ ა თ-თავადაც ვერ გ ე ტ ყ ვ ი ა ნ,ა ვ ა დ მ ყ ო ფ ე ბ ი არიან - თავად ს ი ღ ა ტ ა კ ე ს ა და უუფლებობაში ცხოვრობენ ავტორიტარული რეჟიმებით და მით სრულ უპერსპექტივობაში და მასში მთელი სამყარო უნდათ ჩაითრიონ ,არა მარტო კავკასია!
MAR
04 სექტემბერი 2017 19:24
რუსებზე უარესი გულღრძოებიც ძალიან ბევრი გვყავს საქართველოში, სატანისტი ნაცხროველები, ეს შინაურის გაკეთებულია, ვინც ფიქრობს მხოლოდ ძალაუფლებაზე, დაა ქვა-ქვაზეც ნუ ყოფილა საქართველოშიიი
ზურა
04 სექტემბერი 2017 18:46
რად უნდა ამას საიდუმლო დრონების არმია, 80% ქართველი სიგარეტის ნამწვს დაბლა აგდებს, გინდა ქუჩაში და გინდა ტყეში. ყველაზე მეტი დივერსანტები ჩვენ თვითონ ვართ.
მერე კიდევ საიდან უნდა გამოეშვათ ეს დრონები და რა მანძილზე?
BUBA
04 სექტემბერი 2017 17:12
ბიჭოო ისე გამოულაყა ტვინი რუსულმა პროპაგნდამ ამ ხალხს, რომ იმისაც არ ჯერათ რომ რუსეთუის სპეცსამსახურები ამას იკადრებენ, როცა მტერი სულ 40 კილომეტრში დგას თბილისიდან
ასდფგჰჯკლ
04 სექტემბერი 2017 13:47
ცხენს ვერაფერი დააკლეს და უნაგირს დააყარეს! მთელ მსოფლიოშია მოდებული ხანძრები და მთავრობა რა შუაშია? რა დრონი,რის დრონი კიდევ არ გწამთ ,რომ მოვიდა ის დრო როცა უნდა დაიწყოს ადამიანმა ჭეშმარიტებით ცხოვრება. ლოცვა,მარხვა და სიყვარული თუ გადაგვარჩენს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?