დრონი-დივერსანტები ტყის ხანძრების ავტორები?
04-09-2017
დრონი-დივერსანტები ტყის ხანძრების ავტორები?
გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს სტატიას, რომელშიც გაზეთის ანალიტიკოსი და ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი საინტერესო ვერსიაზე წერს. გთავზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

მიუდგომელ ტყის მასივებში ცეცხლის მრავალი კერის თითქმის ერთდროულად გაჩენამ უნებურად დაბადა ეჭვი, რომ ეს იყო დაგეგმილი და ფარულად განხორციელებული დივერსიული აქტების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში კრიზისული სიტუაციის შექმნას. შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო, მოსახლეობისთვის დაენახვებინათ ასეთ ვითარებაში ხელისუფლების არაადეკვატურობაც, რასაც შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება მოჰყვებოდა.


დივერსიული მიზნით ტყის ხანძრების გაჩენა არახალია და ასეთი ქმედება არაერთი ქვეყნის სპეცსამსახურს განუხორციელებია. ასეთ დროს დივერსანტები ცდილობენ, არ გამოვლინდეს მათი აქტიურობა და ყველაფერი ბუნებრივ პირობებს დაბრალდეს. ამისთვის ისინი სპეციალურ ტექნიკასა და ტაქტიკას იყენებენ.


ცხრა წლის წინ ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან, სწორედ იმავე ადგილას გაჩენილი ხანძარი იმ რუსულ შვეულმფრენებს დაბრალდა, რომლებიც ხეობაში გადამალულ ქართული არმიის მძიმე ტექნიკას ეძებდნენ და დროდადრო სითბურ "ხაფანგებს" ისროდნენ. ეს "ხაფანგი" მცირე ზომის რაკეტაა, რომელიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტა უნდა "მოატყუოს". არსებობს ვარაუდი, რომ ეს "ხაფანგები" ვერ ასწრებდა ჰაერში დაწვას და ბორჯომის ხეობაში, ტყეში ჩავარდნისას მართლაც აჩენდა ხანძრის კერებს.

დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები, როგორც თვითმფრინავის, ისე შვეულმფრენის პრინციპით მფრენი თითქმის იდეალური საშუალებაა მიუვალ ტყის ფერდობებზე ხანძრების კერების გასაჩენად, განსაკუთრებით ღამით, როდესაც ერთ-ორმეტრიანი დრონის და მით უმეტეს - უფრო მინიატიურული კვადროკოპტერის შემჩნევა, როდესაც მათ გამორთული აქვთ გაბარიტული მაშუქები, თითქმის შეუძლებელია. მათი აღმოჩენა ყველაზე ძლიერი რადიოლოკაციური კონტროლის მქონე ქვეყნების არმიებსაც უჭირთ და ცხადია, მით უფრო გაუჭირდებოდა ქართულ საჰაერო თავდაცვას, თანაც ხეობებში, დაბალ სიმაღლეზე.

საშუალო ზომის რუსულ სადაზვერვო დრონებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ადვილად შეეძლოთ ბორჯომის ხეობაში ღამით მალულად შემოფრენა და მცირეგაბარიტიანი ტერმიტული ყუმბარების ჩამოყრა, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და კომპოზიციური მასალისგან დამზადებული ყუმბარის კორპუსსაც უკვალოდ "აქრობს", რათა ნივთმტკიცება არ დატოვოს.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ხანძრების სერია დიდი ალბათობით ხელოვნურად ჩნდება" - ვის აწყობს საქართველოს გადაწვა?!
იოიო
05 სექტემბერი 2017 10:44
რამდენს უხდიან იმ ხალხს, ვინც რუსეთის საწინააღმდეგო გამოსვლებით გამოირჩევა? ირგვლივ სულ სატანა მტრები გვახვევია და მარტო რუსია აქედან გამორჩეული?! ასეთი ხალხი მხოლოდ ზიზღის ღირსია,სამართლიანობას არ თხოულობენ და საუკუნის მოსისხლეებს გვერდით უგორდებიან.
Shalva
05 სექტემბერი 2017 06:40
ეხ
glaxuna დარჩი გლახუნად.
Salva
05 სექტემბერი 2017 06:37
რა დრონი, რის ლაზერი- ამით რუსმა რა უნდა მოიგოს. ტურისტი აღარ ჩამოვლენ რუსეთიდან და წავლენ თურქეთში? თურქეთის ტურისტულ პოტენციალს უფრთხილდება ალბათ რუსეთი.
.

რედაქტორის რჩევით