როგორია ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გუშინ დაშავდა.

თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი სამხედროების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სერჟანტის გიორგი წიქარიშვილისა და პირველი კლასის რიგითის ირაკლი კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის შემდგომი ეტაპის გასავლელად მათი გერმანიაში გადაყვანა იგეგმება.

რაც შეეხება უფროსი ლეიტენანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, უწყების ინფორმაციით, ის კვლავ მძიმეა, თუმცა ექიმების განცხადებით, მკურნალობის პროცესში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

"ინტერპრესნიუსი"