"შეტევაზე სცადეს გადმოსვლა რუსმა სამხედროებმა და ამ დროს..." - უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიჭრა
09-11-2017
"შეტევაზე სცადეს გადმოსვლა რუსმა სამხედროებმა და ამ დროს..." - უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიჭრა
უკრაინაში ქართველი მებრძოლი მძიმედ დაშავდა. როგორც "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რუსმა სამხედროებმა შეტევაზე გადასვლა სცადეს, სწორედ ამ დროს დაიჭრა ქართველი მებრძოლი.

"ერთი ჯარისკაცია დაშავებული, საკმაოდ მძიმე ჭრილობა აქვს მუცლის არეში. შეტევაზე სცადეს გადმოსვლა რუსმა სამხედროებმა და ამ დროს სროლის შედეგად მიიღო მუცლის არეში ჭრილობა. დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა, ჯერჯერობით შედეგს ველოდებით. ახლაც მიმდინარეობს ბრძოლები, არ შეჩერებულა. ჩვენ ახლა ვართ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პოზიციაზე, ფრონტის ხაზზე და ბოლო ორი კვირის
განმავლობაში ძალიან სერიოზული შეტაკებებია. ყოველდღიურად 2-3 ადამიანი იღუპება", - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის დაჭრის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში საქართველოს საელჩოში ამ ეტაპზე არ შესულა.

"ინტერპრესნიუსი"


qutaiseli
19 ნოემბერი 2017 14:52
წადი და იომე ფულისთვისო სხვასრო ეუბნები აგერ გაქ დაკარგული ტერიტორიები და აქ იომე თუ რამის ერთი ადგილი გაქ რო გვამადლიენ თავს აქეთ კიდე ვითომ ჩვენ გაუშვით ძალით.თუ მინდა ბრძოლა აგერ მაქ საბრძოლი ცხრამთასიქეთ როარ გავიქცე რათმინდა ვინმეს პატიჟი.დდ
ზუ
15 ნოემბერი 2017 15:22
დავეხმაროთ უკრაინაში მებრძოლ ბიჭებს და მათ ოჯახებს, სანამ უკრაინაში ომია აქ მშვიდობა იქნება.
Mamuka
15 ნოემბერი 2017 01:27
Cadí shen iome fulistvis tu magari xar

რედაქტორის რჩევით