"შეტევაზე სცადეს გადმოსვლა რუსმა სამხედროებმა და ამ დროს..." - უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიჭრა - კვირის პალიტრა

"შეტევაზე სცადეს გადმოსვლა რუსმა სამხედროებმა და ამ დროს..." - უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიჭრა

უკრაინაში ქართველი მებრძოლი მძიმედ დაშავდა. როგორც "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რუსმა სამხედროებმა შეტევაზე გადასვლა სცადეს, სწორედ ამ დროს დაიჭრა ქართველი მებრძოლი.

"ერთი ჯარისკაცია დაშავებული, საკმაოდ მძიმე ჭრილობა აქვს მუცლის არეში. შეტევაზე სცადეს გადმოსვლა რუსმა სამხედროებმა და ამ დროს სროლის შედეგად მიიღო მუცლის არეში ჭრილობა. დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა, ჯერჯერობით შედეგს ველოდებით. ახლაც მიმდინარეობს ბრძოლები, არ შეჩერებულა. ჩვენ ახლა ვართ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პოზიციაზე, ფრონტის ხაზზე და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალიან სერიოზული შეტაკებებია. ყოველდღიურად 2-3 ადამიანი იღუპება", - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის დაჭრის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში საქართველოს საელჩოში ამ ეტაპზე არ შესულა.

"ინტერპრესნიუსი"