უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაშავდა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაშავდა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაშავდა. ქართველთა ბატალიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, მებრძოლი შეტაკებების შედეგად დაშავდა და ამჟამად შოკურ მდგომარეობაშია.

მამულაშვილის განმარტებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც რუსეთის ძალები შეტევის განხორციელებას შეეცადნენ.

რაც შეეხება ორი დღის წინ დაჭრილ სამხედროს, რამინ იზორიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მამუკა მამულაშვილის განცხადებით, დონეცკთან შეტაკებები კვლავ გრძელდება.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

იხილეთ ასევე: "შეტევაზე სცადეს გადმოსვლა რუსმა სამხედროებმა და ამ დროს..." - უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიჭრა


"ინტერპრესნიუსი"

ფერნანდო
14 ნოემბერი 2017 15:04
ბიჭებო, დაბრუნდით თქვენს სამშობლოში!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?