ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიის პატრულირებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მაიორ პაპუნა ხორავას, კაპრალ ომარ ბერიძისა და კაპრალ ნუგზარ ოსანაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის ქართველი სამშვიდობოები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან, სადაც მათ საჭირო სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?