რატომ დატოვა უკრაინაში მებრძოლმა "ქართულმა ლეგიონმა" შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის შემადგენლობა?
06-01-2018
რატომ დატოვა უკრაინაში მებრძოლმა "ქართულმა ლეგიონმა" შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის შემადგენლობა?
უკრაინის აღმოსავლეთში მებრძოლმა "ქართულმა ლეგიონმა" უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის შემადგენლობა დატოვა. ამის შესახებ "ქართული ლეგიონის" "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"2017 წლის 20 დეკემბერს "ქართულმა ლეგიონმა" სრული შემადგენლობით დატოვა 54-ე ბრიგადა მეთაურის ალექსეი მაისტრენკოსა და მისი გარემოცის არაკომპეტენტურობისა და მისი უკანონო ბრძანებების გამო. 16 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის დეტალების შესახებ, რომლის დროსაც "ქართული ლეგიონისა" და 25-ე ბატალიონის 11 მებრძოლი დაიჭრა, ჩვენ უახლოეს დღეებში პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ. ჩვენ ასევე გამოვაქვეყნებთ "ქართული ლეგიონის"
მეთაურისა და 54-ე ბრიგადის მეთაურის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელშიც ბრიგადის მეთაური "ქართული ლეგიონის" წევრების მებრძოლების დათხოვნის შესახებ, ისევე როგორც აუდიოჩანაწერს, რომელშიც "ქართული ლეგიონის" წევრებს ემუქრებიან", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ქართული ლეგიონის" ინფორმაციით, დღეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ 54-ე ბრიგადის მეთაური ცდილობს "ქართული ლეგიონის" დაჭრილი წევრების პირდაპირ სამხედრო
ჰოსპიტალიდან დეპორტირებას, ვინაიდან მათ შეუძლიათ სიმართლე თქვან მისი უკანონო ბრძანებებისა და ქმედებების შესახებ.

"მაისტრენკოს მოადგილე სერგეი ფედოსენკო სისტემატურად ურეკავს ჰოსპიტალში მყოფ "ქართული ლეგიონის" დაჭრილ წევრებს და მათ მკურნალობის შეწყვეტითა და დეპორტაციით ემუქრება, თუ ისინი 16 დეკემბრის ოპერაციის უკანონო ბრძანების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროვებენ. ალექსეი მაისტრენკომ და სერგეი ფედოსენკომ წაართვეს "ქართული ლეგიონის" წევრებს მთელი ამუნიცია და პირადი ნივთები. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ 3 ქართველი, რომელიც 54-ე ბრიგადის შემადგენლობაში რჩება, აღარ ირიცხებიან "ქართულ ლეგიონში" და არ წარმოადგენენ მას", - ნათქვამია განცხადებაში.

bs
10 იანვარი 2018 17:47
ფერნანდო ეგ პირადი აზრია თუ ბიძიებმა გიკარნახეს მოსკოვიდან, რომ ,,ქართველებს ეგ ომი არ გვეხება"
ფერნანდო
06 იანვარი 2018 11:48
სასიხარულო ამბავია--ქართველები აღარ შეეწირებიან სხვის ომში! მადლობა ღმერთს! დაუბრუნდით ბიჭებო თქვენს ოჯახებს--ეგ არაა თქვენი ომი! საქართველოს კი, არა ყავს დასაკარგავი შვილები!
სად არიან ის უნამუსო ხალხი, რომ ამტკიცებდა--უკრაინაში წყდება საქართველოს ბედიო?!
წყდებოდა კონკრეტული ჯგუფის კარიერული და ფინანსური ინტერესები--მეტი არაფერი!

რედაქტორის რჩევით