ორი დაღუპული სამხედრო, ერთი დაშავებული - ავარია აგარაში
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
გარდაცვლილები თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები არიან.
ამავე უწყების თანამშრომელია მესამე პირიც, რომელიც სასწრაფო-დახმარების ბრიგადის მიერ გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედშია“ გადაყვანილი. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
"ინტერპრესნიუსი"