ავტომანქანა, რომლითაც სამხედროები მოძრაობდნენ, თურქული ნომრით მოძრავ ტრაილერს შეეჯახა? - რას ამბობენ ახლობლები
ავტომანქანა, რომლითაც სამხედროები მოძრაობდნენ, თურქული ნომრით მოძრავ ტრაილერს შეეჯახა? - რას ამბობენ ახლობლები
აგარასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორში მდებარე სამედიცინო ცენტრ “გორმედის” კლინიკურმა დირექტორმა, დავით ყაზაიშვილმა განუცხადა, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. უფრო კონკრეტულად, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების დაზიანება ცხვირის არეში, ასევე იდაყვის ძვლის ტრავმა, თუმცა, ყაზაიშვილის განცხადებით, მისი სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნებულია და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

აღნიშნული პირი 36 წლისაა და თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფის თანამშრომელია.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის
მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომელი, ერთი კი დაშავდა.

გარდაცვლილების ახლობლების ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოძრაობდნენ, ტრაილერს შეეჯახა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა.

ახლობლების ინფორმაციით, ისინი დასავლეთ საქართველოდან, დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-02-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
18-02-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
რომელი ქართული ღვინოები უნდა შევუხამოთ ცხვრის ხორცისგან მომზადებულ კერძებს - რჩევები დიასახლისებს
/
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები