ისრაელმა "ქართული ინტერესების დათმობისთვის" რუსული "სამადლობელი" მიიღო...
ისრაელმა "ქართული ინტერესების დათმობისთვის" რუსული "სამადლობელი" მიიღო...
ისრაელმა 2018 წლის 11 ივლისს გოლანის მაღლობების თავზე საზენიტო "პეტრიოტის" რაკეტით უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ეს ფაქტი, ერთი შეხედვით, არაორდინარული და სენსაციური არ უნდა მოგვეჩვენოს, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელმა ერაყისა და სირიის ატომური რეაქტორები დაბომბა და დღესაც, როცა მოესურვება, წერტილოვან სარაკეტო დარტყმებს აყენებს ასადის რეჟიმის სამხედრო ობიექტებს. მაგრამ სენსაციური ან, თუ გნებავთ, კურიოზულიც ის არის, რომ ჩამოგდებული უპილოტო ისრაელში დამზადებული ნაწილებით იყო აწყობილი და უფრო მეტიც - მასზე იყო რუსული
წარწერები!

Gგამოდის, რომ ისრაელმა ჩამოაგდო სირიის ჰმეიმის სამხედრო აეროდრომიდან აფრენილი რუსული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი "ფორპოსტი", რომელიც ებრაული შეარცჰერ Mკ II-ის რუსულ კლონს წარმოადგენს.

როგორ მოხვდა ებრაული უპილოტოები რუსული არმიის შეიარაღებაში?
შეიძლება ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ეს თემა უშუალოდ უკავშირდება საქართველოსა და ათი წლის წინანდელ
აგვისტოს ომს.

აგვისტოს ომამდე საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ისრაელისგან საიდუმლოდ შეიძინა "ჰერმეს-450"-ისა და "სკაილარკის" ტიპის უპილოტოები. ეს უკანასკნელი ხელით გასაშვები მომცრო ზომის უპილოტოა, "ჰერმესი" კი - მაღალი დონის დისტანციურად მართვადი სადაზვერვო საფრენი აპარატი, რომლის მსგავსი მაშინ არათუ მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რუსეთსაც კი არ ჰქონდა.

2008 წლის გაზაფხულ-ზაფხულში თბილისმა "ჰერმესებით" სეპარატისტული აფხაზეთის საჰაერო დაზვერვა დაიწყო. ამ პერიოდშიც სამი "ჰერმესი" რუსმა სამხედროებმა ჩამოგვიგდეს (მსოფლიო ინტერნეტი მოიცვა "ჰერმესის" ვიდეოკამერის დაფიქსირებულმა უკანასკნელმა კადრებმა, როდესაც მას რუსული გამანადგურებლიდან გაშვებული რაკეტა ხვდება).

ამავე დროს, რუსეთის ხელისუფლებამ საიდუმლო მოლაპარაკება გამართა ისრაელის მთავრობასთან და საქართველოსთვის შეიარაღების, მათ შორის - უპილოტოების მიყიდვის სასწრაფოდ შეჩერება მოსთხოვა, სამაგიეროდ დაჰპირდა, რომ ირანს C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს არ მიჰყიდდა.

ჩვენდა სამწუხაროდ, ასეც მოხდა - ისრაელმა საქართველოსთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა შეწყვიტა. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ საქვეყნოდ მიანიშნა, რომ აფხაზეთის თავზე ქართული "ჰერმესების" ჩამოყრის შესაძლებლობა რუს სამხედროებს მას შემდეგ მიეცათ, რაც ისრაელიდან ამ უპილოტოების დისტანციურად მართვის კოდები მიიღეს...

ასეა თუ ისე, აგვისტოს ომში ქართულმა არმიამ "ჰერმესების" სადაზვერვო პოტენციალი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, ერთი წლის შემდეგ ისრაელისგან უკვე რუსეთმა შეიძინა 400 მლნ დოლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა ნაწილის რუსეთშივე აწყობა დაიწყო ისრაელიდან გაგზავნილი ნაწილებით.

ამა წლის 11 ივლისს გოლანის მაღლობებთან ჩამოგდებული რუსული სადაზვერვო "ფორპოსტიც" ამ პარტიის იყო.
ინფორმაციისთვის: უკრაინელებმა დონბასის თავზე ათზე მეტი რუსული სადაზვერვო "ფორპოსტი" ჩამოაგდეს. ასეთივე რუსული "ფორპოსტები" და სხვა უპილოტოები სისტემატურად ზვერავენ საქართველოს ტერიტორიას.

ვინ დარჩა მოგებული საქართველოს საწინააღმდეგო რუსეთ-ისრაელის საიდუმლო მოლაპარაკებით?
რა თქმა უნდა, მოსკოვი, ორი ძირითადი მიზეზით:
პირველი -კრემლმა 2015 წელს ირანს მაინც მიჰყიდა C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რაც სათუოს ხდის ისრაელის შესაძლო საჰაერო დარტყმების წარმატებულ შედეგს.

მეორე - ისრაელს ერთ მილიონდოლარიანი საზენიტო "პეტრიოტით" უწევს თავისივე უპილოტოს ჩამოგდება, რომელიც რუსეთს მიჰყიდა.
ათი წლის წინ ისრაელმა პატარა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას დიდ რუსეთთან გარიგება არჩია და მოსალოდნელი შედეგიც მიიღო.
ირაკლი ალადაშვილი
მკითხველის კომენტარი (15)
ddd
06 სექტემბერი 2018 16:29
ებრაელისგან რას უნდა ელოდო სხვას
gia
01 აგვისტო 2018 16:13
ამის შემდეგ როგორ უნდა იყიდოს საქართველომ შეიარაღება ისრაელისგან, რამდენად სანდო იქნება მომავალშიც თუ ასეთი შედეგი კიდევ დაუდგება ჩემს ქვეყანას, აქ ხომ ქართველი სამხედროების სიცოცხლის საკითხიც დგას დღის წესრიგში? ისე შეიარაღებას რომ ყიდულობს შესაბამისი უწყება, კონტრაქტში არ უნდა გაწეროს მხარეების პასუხისმგებლობები? ესეთი ფაქტი რომ მოხდა ისრაელმა რუსეთს ჰერმესების კოდები გადასცა საერთაშორისო სასამართლოშიც უნდა ეჩივლა პატივმოყვარე სახელმწიფოს, რადგან ამ ღალატის დადასტურების შემთხვევაში ბევრ ქვეყანას დაეკარგებოდა ნდობა ასეთი არასანდო პარტნიორის მიმართ. ისე მშვენიერი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი გვაქვს საქართველოში, ყველაფერს ჯობია ჩვენს ქართულ წარმოებას და თავდაცვას თვითონ მივხედოთ, ასე უფრო სანდოც იქნება და ეფექტურიც.
vaso
30 ივლისი 2018 00:41
ამ ამბებს ისეთი სახე უჩანს ეგ სირია ისრაელს დარჩება ხახვივით.
gio
30 ივლისი 2018 00:39
კი უფეთქებს რუსებს ნეტ ანალოგავც ვ მირე პანცერებს და ც 200 ებს სირიაში და ბოლო ბოლო სირიაში რაც უნდა და როცა უნდა მაშინ ანახშირებს. რუსებს რა უპილოტოებსაც აძლევს ისრაელი ეგ ძალიან დაბალი დონის და ძველები არის და თითონ ისრაელი არც იყენებს. ისრაელს ბევრად თანამედროვე უპილოტოები აქვს
ფატი
29 ივლისი 2018 21:21
მაგარია,დეგენაცვლე,რატომაც არა.მეგობარი ვიცი მაგიდაზე
israeli
29 ივლისი 2018 13:52
გოლანს ისრაელს ვერ აახევენ მაგრამ დარწმუნებულია მსოფლიო რომ არაბები ,ირანელები, თურქები მალე საქართველოს აგახევენ საერთოდ განთავისუფლდით სიძულვილიდან ბოღმიდან მიხედეთ საქართველოს რას წერამთ თქვენც არ იცით .
მედეა
29 ივლისი 2018 10:57
ბატონ ირაკლი ალადაშვილის სტატიებს დიდი ყურადღებით ვკითხულობ და დიდ მოწიწებას ვგრძნობ მისი კომპეტენტურობისადმი. გულისგასახარელ ინფორმაციას ველი მისგან 10-12 წელია, მაგრამ არ არის საქართველოს სამხედრო პოტენციალი საშუალო დონეზეც კი,და რა ვქნათ!გამჭრიახი,სამხედრო საქმის კარგად მცოდნე სააკაძე, მაზნიაშვილი და კვენეტაძეების ნაკლებობას განვიცდით.შეიძლება კი არიან ასეთები ხალხში, მაგრამ თავდაცვის მინისტრი ვერ გახდებიან.სამართლიანი კონკურსები რომ იყოს კადრების შერჩევაზე -იქნება კი გამოჩენილიყო სტრატეგი,მაგრამ დანიშვნები, ნაცნობობა, პარტიის წევრობა და ათასი სხვა ეღობება წინ ამ აუხდენელ ოცნებას,თორემ არ შეიძლება იზორიაზე უკეთესი მცოდნე, გამჭრიახი, სამხედრო სტრატეგი არ იყოს თანამედროვე საქართველოში.ჰოდა მივჩანჩალებთ ასე, საზღვაო ფლოტის გარეშე, საჰაერო ჯარების გარეშე, და თვით სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენების გარეშე.იმ ისრაელის უპილოტოების შესაძენი მილიონებიც ხომ წყალშია გადაყრილი.ვერტმფრენები რომ შეეძინა სააკაშვილს ის არ ჯობდა? პასუხი ხომ უნდა აგოს ამ შეცდომის გამო თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა?
ბიძინა
29 ივლისი 2018 10:25
აქედან დასკვნა ისრაელს ჰყავს უჭკუა ახლომხედველი ხელისუფლება. გაიჩალიჩეს :) ძაანაც კარგი :)
ლაშა
29 ივლისი 2018 09:00
მოკლედ ბოლოსდაბოლოს ჩვენ უნდა შევძლოთ სამხედრო ინდუსტრიის აწყობა რაშიც გვაქვს დიდი პოტენციალი ქართველებს და გამოცდილებაც ისე რომ მოვარგოთ ჩვენი ქვეყნის საჭიროებებს და ამავდროულად მსოფლიო მოთხოვნებს სანამ ეს არ მოხდება მანამდე ჩვენ ვერ შევქმნით ძლიერი შეიარაღებული ძალების.
გმადლობთ!
29 ივლისი 2018 03:50
ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც ებრაელები არ დაურბევიათ (არ მოწყვიათ მათთვის "პოგრომები") - ასე ვაცხოვრეთ ჩვენთან 2000 წელი.
დაგვიფასეს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები