ქართველი სამხედროები ქურდობის ფაქტზე გამოკითხეს - რა მოხდა ავღანეთში სამხედრო ბაზაზე?
ქართველი სამხედროები ქურდობის ფაქტზე გამოკითხეს - რა მოხდა ავღანეთში სამხედრო ბაზაზე?
ავღანეთის საერთაშორიოსო სამხედრო მისიაში მყოფი ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ქურდობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ავღანეთში, ბაგრამში დისლოცირებული ბატალიონის სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან ოთხმა ქართველმა სამხედრომ ნივთები მოიპარა, რომელიც ჩხრეკის დროს მათ ყაზარმებში იპოვეს. ნივთების ნაწილი ქაბულის ბაზრობაზე იყიდებოდა. ფაქტი 24 ივლისს მოხდა. მოპარული ნივთების ოდენობა 3600 ლარია.

"რუსთავი2"-თან საუბარში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული
ქართველი სამხედოები პირველ ეტაპზე ამერიკული მხარის სამხედრო პოლიციასთან მხოლოდ გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

"პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს განხორციელებული ქურდობის ფაქტებში და სავაჭრო ობიექტებზე მიყენებულ ზარალში იკვეთება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელების და მათ შორის ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა. აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ჩვეულებრივ იმყოფებიან ბაზაზე, არ არიან დაკავებული. ჩვეულებრივ
აგრძელებენ სამსახურს. მე მათთან უშუალო კონტაქტი არ მქონია. ისინი იმყოფებოდნენ პირველ ეტაპზე ამერიკული მხარის სამხედრო პოლიციასთან მხოლოდ გამოკითხვაზე", – განაცხადა კახა ტაბატაძემ სატელეფონო საუბრისას.

მისივე თქმით, ქართული მხარისთვის საქმის მასალების გადმოცემის შემდეგ, თუ გამოიკვეთება, რომ ქართველ სამხედროებს რამე ბრალი მიუძღვით აღნიშნული ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, მათ საქართველოში დააბრუნებენ.

"როგორც კი მასალები გადმოეცემა ქართულ მხარეს, თუ გამოკვეთს ქართული სამხედო პოლიცია ამერიკულ სამხედო პოლიციასთან კოორდინაციაში, რომ აღნიშნულ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს რამე ბრალი მიუძღვის ამ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, მათ საქართველოში დააბრუნებენ. ფაქტი არის მტკივნეულად აღქმული მთელი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ავღანეთში საქართველოს უფროსი წარმომადგენლობის და მთლიანად პირადი შემადგენლობის მიერ", - განაცხადა კახა ტაბატაძემ.
მკითხველის კომენტარი (5)
nata
02 აგვისტო 2018 10:29
ოჰ , არაფერს არ მოიპარავდნენ ქართველი სამხედროები , მანდ წასული ბიჭები თავიანთი ხელფასებით თავის ძალიან გაჭირვებულ უღარიბეს ოჯახებს არჩენენ. და, საერთოდ ქართველი სამხედრო არის ყველაზე ვაჟკაცი, ყველაზე კეთილშობილი და ყველაზე ღარიბი ქვეყნის სამხედრო. არასოდეს არ თქვათ ცუდი ჩვენს ქართველ სამხედროებზე.
ბელა
01 აგვისტო 2018 15:33
სადაც ქართველი მევიდა ყველგან ნარკოტიკი და ქურდობაა, ყოჩაღ ასე გააგრძელეთ! ვაი თქვენს პატრონს, საცოდავებო, წინა თაობა არ ვარგა რუსული მენტალიტეი აქვს და ჩამოგვწერთ და თქვენ ხართ საქართველოს მომავალი???????
ბელა
01 აგვისტო 2018 14:53
სადაც ქართველი მევიდა ყველგან ნარკოტიკი და ქურდობაა, ყოჩაღ ასე გააგრძელეთ! ვაი თქვენს პატრონს, საცოდავებო, წინა თაობა არ ვარგა რუსული მენტალიტეი აქვს და ჩამოგვწერთ და თქვენ ხართ საქართველოს მომავალი???????
! ! !
01 აგვისტო 2018 09:51
მზირალი: იქნებ შენც ჩააწყო საქმე "ბღუჯა დოლარის საშოვნელად" წასასვლელად?
mzirali
31 ივლისი 2018 11:00
სამწუხაროდ გახშირდა ჩაწყობები ვინც გაემგზავრება ავღნეთში ბღუჯა დოლარის საშოვნელად/ ბევრი ვინც იქ ნამყოფია ამბობს რომ ჯარისკაცები ნარკოტიკებსაც მოიხმარენ. ასე რომ გენშტაბს დიდი სამუშაო მართებს რომ ასეთი კრიმინალური აზროვნების ადამინები იქ არ მოხვდნეე ისევ როგორ ჯარში საერტოდ

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები