ომიდან ორი წლის შემდეგ...
აგვისტოს ომიდან ორი წელი გავიდა და როგორც მოსალოდნელი იყო, სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხოლოდ ფარატინა ქაღალდად დარჩა, რადგან მოსკოვმა არ შეასრულა ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი და არ დაუბრუნდა 2008 წლის 8 აგვისტომდე არსებულ პოზიციებს.

პირიქით, ოკუპირებულ აფხაზეთში ნელ-ნელა ფეხი მოიკიდა მე-7, ხოლო ცხინვალის რეგიონში კი მე-4 რუსულმა სამხედრო ბაზებმა.

ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან, მდ. ენგურის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ, ისევე როგორც ცხინვალისა და ახალგორის რაიონებში, სამხედრო ქალაქების მშენებლობა დაიწყეს რუსეთის ფედერალური
უშიშროების სამსახურში შემავალმა რუსმა მესაზღვრეებმა.

უკვე ყველა ნიშანია საიმისოდ, რომ რუსეთი წასვლას არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ყველანაირად ხელს უწყობს სეპარატისტული სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის განმტკიცებას.

დასავლეთმა კი აგვისტოს ომიდან მხოლოდ მეორე წლისთავზე გაბედა, ეხსენებინა სიტყვა "ოკუპაცია" და ისიც გაკვრით.

პერსპექტივა იმისა, რომ დასავლეთი
პოლიტიკური ზეწოლით აიძულებს კრემლს შეასრულოს სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება, ფაქტობრივად, არ არსებობს. პირიქით, რუსეთის ხელმძღვანელობა ყველა ხერხით ეცდება სხვა ქვეყნები აიძულოს (პოლიტიკური თუ ფინანსური შანტაჟით), რომ მიჰბაძონ ნაურუს, ნიკარაგუასა თუ ვენესუელას და აღიარონ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა".

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის მუდმივი განვითარება მნიშვნელოვნად ამტკიცებს კრემლის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში.

ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო ბაზა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სომხეთისთვის სამხედრო დახმარების ოპერატიულად აღმოსაჩენად, თუკი დაიწყება აზერბაიჯან-სომხეთის ფართომასშტაბიანი ომი.

ცხინვალთან, ამაღლებულ ადგილზე მძლავრი თანამედროვე რადიოლოკაციური სადგურის განთავსების შემთხვევაში, რუსეთის სამხედრო დაზვერვა და საჰაერო თავდაცვის სისტემა მუდმივად გააკონტროლებს როგორც სამხრეთ კავკასიის დიდ ნაწილს, ისე თურქეთის ჩრდილო ნაწილის საჰაერო სივრცეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო მანქანის გაძლიერების შემდეგ მოსკოვი გააძლიერებს კონტროლს შავი ზღვის აკვატორიაზე და ერთგვარ დამაბრკოლებელ ბარიერს შეუქმნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას.

შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ალიანსის წევრ ქვეყნებს - ბულგარეთსა და რუმინეთს აღმოსავლეთ სანაპიროდან - ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსული სამხედრო მანქანა დაუპირისპირდება.

ზემოჩამოთვლილი და კიდევ სხვა მიზეზები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომით კრემლმა ბევრად მეტი მოიგო, ვიდრე მხოლოდ საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციაა.
i
16 აგვისტო 2010 15:42
ბატონო ირაკლი, თუ გაგაჩნიათ ბლოგი ან საიტი სადაც შეიძლება წაიკითხო ყველა თქვენი სტატიები?
ჯონი ქუთაისელი
13 აგვისტო 2010 12:53
გამარჯობათ ბატონო ირაკლი, ერთი შეკითხვით მინდა მოგმართოდ: გუშინ, 12 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის დავჯდომარემ დავით ბაქრაქძემ განაცხადა შემდეგი__“სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ტიპის შეიარაღებაა აფხაზეთში და ცხინვალში. ეს არის სწორედ ერთ–ერთი პრობლემა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს და ეს არის ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ რუსეთი არ უშვებს აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლებს,“__ საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა განუზომელი, ვიმეორებ, გ ა ნ უ ზ ო მ ე ლ ი უფლებები აქვს მიცემული ერთ კაცს(მინდოდა მეთქვა მის უწყებას თქო, მაგრამ რომელი ერთი ჩამოვთვალო, ჩემზე ბევრად უკეთ მოგეხსენებათ რომ ეს კაცი ხელმძღვანელობს ფაქტიურად ყველა ძალოვან სტრუქტურას, ყველა სპეციალურ და განსაკუთრებულ სტრუქტურას, ყველა დაზვერვის და კონტრდაზვერვის სტრუქტურას, საქართველოს საზღვაო ძალებს და სასაზღვრო ჯარს....ხოლო რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, მისი ახლანდელი ხელმძღვანელი, მთელი ცხოვრება მისი ხელქვეითი იყო...ასე რომ ჯარსაც ეს კაცი მართავს, ფარტიურად.....თუ რამე მეშლება იმედი მაქვს, შემისწორებთ...)!!!!! თუ ჩვენს სიტუაციაში მყოფ ქვეყანას არა აქვს ინფორმაცია ჩვენივე ტერიტორიაზე მიმდინარე მტრულ პროცესებზე, მის შეიარაღებაზე, მაშინ რა დანიშნულება აქვს, რა მიზანი აქვს, რა აზრი აქვს საერთოდ ამ ყველაფერს ????უამრავი საბიუჯეტო სახსრები რისთვის იხარჯება??? საერთო ტოტალური მოსმენებისთვის???პოლიტოკური ინტრიგებისთვის??? რა არის ზემოთაღნიშნული უწყებების დანიშნულება??? ისეთი რეალობა გვაქვს სახეზე, როცა აკეთებენ ყველაფერს, გარდა იმისა, რისი გაკეთებაც ევალებათ.....შე კაი კაცო, ამხელა "მახინას" მხოლოდ საკუთარი ხალხის დასაწიოკებლად უნდა ამუშავებდე!!!??? რა უბედურებაა ეს!!!??? ბატონო ირაკლი გთხოვთ თქვენს კომენტარს, როგორც ექსპერტის და როგორც ჭეშმარიტი პატრიოტის...წინასწარ გიხდით მადლობას 13_08_2010

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები