როგორია კოჯრის სამხედრო ნაწილში დაჭრილი ერთ-ერთი ჯარისკაცის მდგომარეობა?
როგორია კოჯრის სამხედრო ნაწილში დაჭრილი ერთ-ერთი ჯარისკაცის მდგომარეობა?
"ამეტელ ჰოსპიტალში" მოთავსებული დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქირურგმა, ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურე სავარაუდოდ ცივი იარაღით არის დაჭრილი.

"გუშინ გაკეთდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და პლევრის ღრუს დამუშავება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად შესაბამის პალატაში იმყოფება და გადის მკურნალობას", - განაცხადა ქირურგმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, კოჯრის სამხედრო ნაწილში მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა. მათგან ერთი "ამტელ ჰოსპიტალში" იმყოფება, ხოლო კიდევ ერთი დაჭრილი
ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
19-11-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
19-11-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები