როგორია კოჯრის სამხედრო ნაწილში დაჭრილი ერთ-ერთი ჯარისკაცის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია კოჯრის სამხედრო ნაწილში დაჭრილი ერთ-ერთი ჯარისკაცის მდგომარეობა?

"ამეტელ ჰოსპიტალში" მოთავსებული დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქირურგმა, ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურე სავარაუდოდ ცივი იარაღით არის დაჭრილი.

"გუშინ გაკეთდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და პლევრის ღრუს დამუშავება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად შესაბამის პალატაში იმყოფება და გადის მკურნალობას", - განაცხადა ქირურგმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, კოჯრის სამხედრო ნაწილში მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა. მათგან ერთი "ამტელ ჰოსპიტალში" იმყოფება, ხოლო კიდევ ერთი დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს.