რა გახდა სამხედროებს შორის დაპირისპირების მიზეზი? - რას ამბობენ თავდაცვის სამინისტროში? - კვირის პალიტრა

რა გახდა სამხედროებს შორის დაპირისპირების მიზეზი? - რას ამბობენ თავდაცვის სამინისტროში?

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება სავარაუდოდ, სიგარეტის გამო დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპისპირებაში გადაიზარდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება სავარაუდოდ, სიგარეტის გამო დაიწყო, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპისპირებაში გადაიზარდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, 3 კი, ჩხუბის დროს დაშავდა.

მათივე ცნობით, ერთი სამხედრო მოსამსახურე გორის ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, ერთი - ინგოროყვას კლინიკაში, ერთი - "ამტელ ჰოსპიტალში", ორი დაშავებული კი უკვე სახლებში გაწერეს.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ ირაკლი ბაზერაშვილის განცხადებით, მომხდარზე დანარჩენი დეტალები დგინდება.

"ინტერპრესნიუსი"