რუსულ С-300-ებზე "გაცვლილი" საქართველო და მოტყუებული ისრაელი?
რუსულ С-300-ებზე "გაცვლილი" საქართველო და მოტყუებული ისრაელი?
სირიისთვის С-300-ების მიწოდებით რუსეთი ისრაელს დიდ პრობლემებს შეუქმნის...

სირიაში ჩამოგდებული რუსული მზვერავი თვითმფრინავის, Ил-20М-ის გამო მოსკოვი თელ-ავივზე შურს იძიებს, თუკი ბაშარ ასადის რეჟიმს უახლოეს დღეებში С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს გადასცემს.

სირიაში სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ისრაელი ახალი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა - "ისლამური სახელმწიფოს" განადგურებაში დახმარების საბაბით ირანმა სირია-ისრაელის საზღვართან სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა და "ჰესბოლას" რაზმების გადაიარაღება დაიწყო, ეს კი ნიშნავს, რომ თუ აქამდე ისრაელის ქალაქებს არცთუ ხშირად სწვდებოდა "ჰესბოლას" გაშვებული
ნახევრად კუსტარული რაკეტები, მალე შეიძლება "ჰესბოლამ" ისრაელის დაბომბვა სირიისა და ლიბანის ტერიტორიებიდან უფრო სრულყოფილი ირანული რაკეტებით (მათ შორის - მართვადით) დაიწყოს, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგსაც გაზრდის.

ეს რომ არ დაუშვას, ისრაელის ავიაცია წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით სისტემატურად ანადგურებს ირანულ სამხედრო ობიექტებს, რომლებიც ბოლო დროს სირიის ტერიტორიაზე
მომრავლდა, მაგრამ სირიის ცაში ებრაელი პილოტების დაუსჯელ ნავარდს მალე შეიძლება ბოლო მოეღოს, თუკი რუსეთმა ასადის რეჟიმს შედარებით თანამედროვე С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები ჩაუტანა.

ოფიციალური თელ-ავივი ყოველთვის მძიმედ განიცდიდა რუსული С-300-ების ახლო აღმოსავლეთში გამოჩენის შესაძლებლობას. სწორედ ამას შეეწირა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ათი წლის წინ, როდესაც ისრაელმა, ფაქტობრივად, გაყინა ოფიციალურ თბილისთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რისი მიზეზიც გახლდათ კრემლის კატეგორიული მოთხოვნა, ქართული არმიისთვის ისრაელს შეიარაღება არ მიეყიდა.
სამაგიეროდ, ებრაელებმა რუსებს მოსთხოვეს, შეეჩერებინათ С-300-ების ირანისთვის გადაცემა.

ასეც მოხდა - საქართველო ისრაელის შეიარაღების გარეშე დარჩა, ირანმა კი 2010 წელს რუსული საზენიტო სისტემები ვერ მიიღო.

მაგრამ გამოხდა ხანი და 2016 წელს რუსეთმა მაინც მიჰყიდა С-300-ები თეირანს, ანუ ისრაელი პირში ჩალაგამოვლებული დატოვა.

თითქმის იგივე განმეორდა სირიასთან დაკავშირებითაც. თელ-ავივის თხოვნით მოსკოვმა სირიისთვის С-300-ების გადაცემის პროცესი ოთხი წლის განმავლობაში შეაჩერა, მაგრამ მზვერავი "ილის" ჩამოგდებამ, როგორც ჩანს, ყინული გაალხო და ასადის რეჟიმი ამ საზენიტო სისტემებს, ალბათ, უახლოეს დღეებში მიიღებს.

ყველაზე უცნაური ის გახლავთ, რომ რუსეთი უფრო მძლავრ იარაღს სწორედ მას აძლევს, ვინც შეცდომით თვითმფრინავი ჩამოუგდო. С-300-ებით სირიელი მეზენიტეები ხომ უფრო შორს შეძლებენ ასეთი საბედისწერო შეცდომის "გამეორებას"?

რუსული "ილის" ინციდენტამდე ხუთი დღით ადრე საქართველოს ისრაელის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა. ბუნებრივია, ორმხრივ მოლაპარაკებებზე სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ქართულ-ებრაული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსაც განიხილავდნენ.

ძნელი სათქმელია, ეს ნაბიჯი ისრაელს მოსკოვის მიერ დანაპირების შეუსრულებლობამ გადაადგმევინა თუ არა, მაგრამ ისრაელის შეიარაღება (განსაკუთრებით - უპილოტო საფრენი აპარატები, საჰაერო თავდაცვის სისტემები თუ სამხედრო ელექტრონიკა) აშკარად გაზრდიდა ქართული არმიის საბრძოლო შესაძლებლობებს.

ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ისრაელი ისე აღარ მოექცევა საქართველოს, როგორც ათი წლის წინ, აგვისტოს ომამდე და მას შემდეგაც მოექცა. უცხო ქვეყნების საიდუმლო გარიგებას საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები აღარ უნდა შეეწიროს...
gocha
10 ოქტომბერი 2018 11:23
კარგია თუ ისრაელის შეიარაღებას შევიძენთ და საკუთარს ვაწარმოებთ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები