როგორ დაარღვიეს რუსულმა საბრძლო შვულფრენებმა საქართველოს საჰაერო საზღვარი - ექსკლუზიური კადრები - კვირის პალიტრა

როგორ დაარღვიეს რუსულმა საბრძლო შვულფრენებმა საქართველოს საჰაერო საზღვარი - ექსკლუზიური კადრები

გთავაზობთ ექსკლუზიურ კადრებს, თუ როგორ დაარღვია 2 ოქტომბერს, გორის რაიონის სოფელ ოძისში, ორმა რუსულმა MI-24 ტიპის საბრძლო შვულფრენმა საქართველოს საჰაერო საზღვარი.

2018 წლის 2 ოქტომბერს, დილის 10:30 საათზე, ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიის საჰაერო სივრცეში ორი რუსული MI-24 ტიპის საბრძოლო შვულფრენი შემოფინდა, რუსულ საბრძოლო შვეულფრენებს პილონებზე უმართავი საავიაციო რაკეტების გასაშვები ბლოკები ეყენათ, რუსულმა MI-24 ებმა 4-5 შემოვალა გააკეთეს და უკან ოკუპირებიული ტერიტორიისაკენ გაფრინდნენ.

"აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მსგავსი ფაქტები ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს", - განუცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში