ტრამპი ქურთებს ბედის ანაბარა ტოვებს?
ტრამპი ქურთებს ბედის ანაბარა ტოვებს?
სირიიდან ამერიკელების გამოსვლის ფარული მიზანი თურქეთ-აშშ-ის ძველი ურთიერთობის აღდგენა და ანკარის მოსკოვთან დისტანცირება შეიძლება იყოს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სენსაციურ გადაწყვეტილებას სირიიდან ორი ათასამდე ამერიკელი სპეცრაზმელის გამოყვანის თაობაზე შეიძლება ფარული შორეული მიზანი ჰქონდეს.

ამ ორი წლის განმავლობაში აშშ-თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა თვალში საცემად გაუარესდა. ამის ორი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს პენსილვანიას შეფარებული ფეთჰულაჰ გიულენის გადაცემაზე ანკარასთვის ნათქვამი უარი და ამერიკელი სამხედროების მხარდაჭერა სირიაში მოქმედი ქურთების საბრძოლო დანაყოფებისთვის, რომლებსაც ანკარაში ტერორისტებად თვლიან.
რაც
უფრო უარესდებოდა ვაშინგტონისა და ანკარის ურთიერთობა, მით უფრო მჭიდრო ხდებოდა ანკარისა და მოსკოვის კავშირი.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კრემლი თანახმაა, ნატოს წევრ თურქეთს თანამედროვე ს-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიჰყიდოს, რამაც პენტაგონის გაღიზიანება გამოიწვია, ამერიკელი კონგრესმენები კი უფრო ძალიან გაბრაზდნენ და თურქეთისთვის ფ-35 ტიპის მეხუთე
თაობის გამანადგურებლების გადაცემის შეჩერება მოითხოვეს.

ნატოს ამ ორ ყველაზე ძლიერ (ევროპაში ნატოს წევრ ქვეყნებს შორის თურქეთის არმია ყველაზე მრავალრიცხოვანია) ქვეყანას შორის სიტუაცია თანდათან უფრო იძაბებოდა, მაგრამ მოულოდნელად, ერთ კვირაში, სრული შემობრუნება მოხდა - ჯერ იყო და, თეთრი სახლი თურქეთისთვის "პეტრიოტის" ტიპის ანტისაზენიტო და ანტისარაკეტო სისტემის მიყიდვას დათანხმდა, რამდენიმე დღეში კი პრეზიდენტმა ტრამპმა, მიუხედავად თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისის წინააღმდეგობისა, სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა გადაწყვიტა.

ამერიკელების სირიიდან გასვლის შემდეგ ქურთების ბედი სახარბიელო ვერ იქნება, რადგან თურქეთი უდავოდ წამოიწყებს ახალ სამხედრო კამპანიას სირია-თურქეთის საზღვრის მიმდებარედ და ეცდება, ამერიკელების ნავარჯიშები და შეიარაღებული ქურთების სამხედრო პოტენციალი შეასუსტოს. შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ქურთების ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას - თურქეთის რუსული დათვის "კლანჭებიდან" გამოგლეჯასა და ისევ ამერიკული არწივის ფრთებქვეშ შეფარებას - შესწირა.

არ უნდა გამოგვრჩეს არც ერდოღანის აღმოსავლური ეშმაკობა, რომელმაც პუტინთან "ჩახუტების" რეკლამირებით გარკვეუწილად აიძულა ტრამპი, დაეთმო. თუკი ამერიკელებმა უახლოეს მომავალში გიულენი მართლაც გადასცეს თურქეთს, ეს ჩვენს ვარაუდს დაადასტურებს.

ჩვენ ტრამპი-ერდოღანის "ჩახუტება" უფრო გვაძლევს ხელს, ვიდრე სამხრეთელი მეზობლის "ქეიფი" ჩრდილოელ მეზობელთან, რომელიც კარგა ხანია, ჩვენს "ნაკვეთშია" შემოჭრილი...
ამასთან, შავ ზღვაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერება თურქეთის გარეშე შეუძლებელია, ამიტომაც არ გვჭირდება, ვაშინგტონი დაA ანკარა ერთმანეთს სირიაში ქურთების პრობლემის გამო მოემდურონ და ამით მოსკოვმა ისარგებლოს.
ელგუჯა
13 იანვარი 2019 09:25
თუ თურქეთი ამერიკას ჩაეხუტება და ქურთებს შეუტევს, პუტინი და ირანი რას გააკეთებენ თუ იცით?
ლევანი
09 იანვარი 2019 21:07
მე პირიქით მგონია, თურქეთს ომი უნდოდა და ეხლა ქურთებს და მათ შორის დიდი ომი გაიმართება. აშშ ქურთებს საკმარის და სერიოზულ შეიარღებას დაუტოვებენ და მერეც მოამარაგებენ საიდუმლოდ, ასე რომ მე მგონი თურქეთმა საბოლოოდ გაიჩალიჩა და დიდ ომში აღმოჩნდება ჩათრეული, რამაც არაა გამორიცხული იგი დაშლამდე მიიყვანოს. არა მგონია თურქეთის გაბლატავება ხელს აძლევდეს ასს-ს, თუნდაც ნატო-ევროკავშირს.
Rezo
09 იანვარი 2019 17:50
Turqettan daamebis kidev erti shesazlo faqtoria erdoganis “gachumeba” jamal kashuggis mxecuri mkvlelobis saqmeze da trampis sizis megobari saudis princ-monstris politikuri gadarchena. Erdoganma es faqtoric kargad gamoiyena.
Cudia roca amerikelebi koaliciastan sheutanxmeblad igeben aset seriozul gadackvetilebas, es kidev erti nabijia dasavluri koaliciis shesustebisaken rac utuod chinetisa da rusetis cisqvilze asxams ckals.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თვის კითხვადი სტატიები