თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა ვერ ხდება - რა წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში?
თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა ვერ ხდება - რა წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში?
თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა ვერ ხდება. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ძალოვანი უწყებების უნიფორმებით უზრუნველყოფის ეფექტიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდნენ: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი; შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

აუდიტით სხვადასხვა სახის სისტემური ნაკლოვანებები გამოვლინდა. კერძოდ, ხელმისაწვდომობაში არსებული ნაკლოვანება - ძალოვანი უწყებების მოსამსახურეები (გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა) სრულყოფილად არ არიან უზრუნველყოფილნი წინასწარ განსაზღვრული,
ნორმებით დადგენილი ოდენობების უნიფორმებით, რაც წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში. ზოგიერთ შემთხვევაში დადგენილი ნორმები არ ასახავს რეალურ საჭიროებას და გადახედვას საჭიროებს. გაგრძელება


კოტე
14 მარტი 2019 23:29
მერე რა არის ამის მიზეზი,ჯარი თუ ვინდა კიდევაც უნდა ჩააცვა ისე როგორც ამას კანონი მოითხოვს და ხელფასებიც უნდა გაიცეს დროულად და არა ისე როგირც დღეს არის ოციწლის წინანდელი გაყინული გაუცემელი ხელფასები დღემდე არაა დარიგებული
ირაკლი
11 თებერვალი 2019 18:12
ფორმების ნაკლებობა ერთი პრობლემაა და მათი ხარისხი მეორე :))) ვისაც სცმია კარგად იცის რა იაფფასიანი ხლამიცაა, გეგონება კრახმალშია ამოვლებული და ღმერთმა უწყის რა ნაჭრისგან იკერება, ცეცხლთან გაშრობისას შეიძლება დაგიდნეს. ჩვენი პარტნიორი სამხედროების ფორმებთან სამწუხაროდ ახლოსაც ვერ მივა, სამუშაოა ამ მხრივ.
არც განტვირთვის ჟილეტებია წესიერი, სწავლებების ვიდეოებს(რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს) თუ დაუკვირდებით, კარგად ჩანს რომ მულტიკამის მწვანე განტვირთვები წითელია, ეს იმის ბრალია რომ ჩინეთიდან დაბალხარისხიანი ინვეტარი შემოაქვს იმ ხალხს ვინც შესყიდვებს კურირებს.
vaaava
09 თებერვალი 2019 20:05
მერე რა ხდება

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები