თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა ვერ ხდება - რა წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში? - კვირის პალიტრა

თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა ვერ ხდება - რა წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში?

თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა ვერ ხდება. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ძალოვანი უწყებების უნიფორმებით უზრუნველყოფის ეფექტიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდნენ: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი; შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

აუდიტით სხვადასხვა სახის სისტემური ნაკლოვანებები გამოვლინდა. კერძოდ, ხელმისაწვდომობაში არსებული ნაკლოვანება - ძალოვანი უწყებების მოსამსახურეები (გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა) სრულყოფილად არ არიან უზრუნველყოფილნი წინასწარ განსაზღვრული, ნორმებით დადგენილი ოდენობების უნიფორმებით, რაც წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში. ზოგიერთ შემთხვევაში დადგენილი ნორმები არ ასახავს რეალურ საჭიროებას და გადახედვას საჭიროებს. გაგრძელება