საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება აიკრძალება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ აქვთ გავლილი
საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება აიკრძალება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ აქვთ გავლილი
მთავრობა გეგმავს შეზღუდოს საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ექნებათ გავლილი. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გეგმავს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღიშნული, ცვლილებები მიმართული იქნება სამხედრო გაწვევისა და სამხედრო მობილიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და ეფექტიანობის ამაღლებისაკენ. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს მათ შორის სამართლებრივ შეზღუდვებს საჯარო სამსახურში დანიშვნის კუთხით იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური. ასევე, კანონპროექტი მოიცავს რეგულაციას, რომლის
მიხედვითაც შესაძლებელი იქნება აღირიცხოს საკონტრაქტო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის გამვლელი ყველა წვევამდელი და მათ შესახებ ინფორმაცია.

„კანონპროექტი აზუსტებს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძვლებს რის შემდეგაც, შეუძლებელი იქნება სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობა, გასაწვევი პირის ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის შეცვლით ან 14 წლის ასაკის მიღწევის
შემდეგ პირის გაშვილების შემთხვევაში. ასევე, გაწვევის გადავადების საფუძველი ვეღარ გახდება სტუდენტის სტატუსის ქონა კანონით გათვალისწინებული სასწავლო სემესტრების რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (6)
კოტე
14 მარტი 2019 23:20
ეს კანონი აუილებლად და სასწრსფოდ მისაღებია,თვითონ ყველა პრლამენტარი სავალდებულო სამსახურმოხდილი რომ იქნება,მათ არ დაავიწყდებათ ოცი წლის წინანდელი გაყინული და გაუცემელი ხელფასები
Mirza
23 თებერვალი 2019 20:54
Martalia zalian kargi.
ehee-ს
21 თებერვალი 2019 12:43
100% მართალი ხარ მაგრამ...
mzirali
18 თებერვალი 2019 04:50
ამ თემაზე არაერთხელ გამომითვამს ჩემი მოსაზრება ინტერნეტ სივრცეში და როგორც ჩანს გამგონმა გაიგო. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ რომ ეს საშური საქმეა. აქ არის კიდევ ერთი საკითხი ეხება თუა არა ეს ქალებს არადა უნდა შეეხოს. მათვის უნდა იყოს მოკლევადიანიკურსები (2-3 თვე) შეიზლება მეტიც. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და იმედია ეს პრინციპი ყველასათვის იქნება ერთი
რეზო
17 თებერვალი 2019 21:20
და ვინც დღეს მთვრობაშია მგატაც რომ გავატაროთ სავალდებულო სამსახური არა? იქნებ ცოტა დაკაცდნენ და ისწავლონ ქვეყნის სიყვარული.
ehee
16 თებერვალი 2019 20:36
ჯერ ეს ერთი ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, საერთოდ უნდა გაუქმდეს სავალდებულო სამსახური, ისე როგორც ევროპაში არ ჭირდება ქართულ ჯარს ნაძალადევი მსახურობა, მეორე საჯარო თანამდებობაზე უნდა დაინიშნო ცოდნისა და უნარების შესაბამისად, რათა მაქსიმალურად პროდუქტიულად ემსახურო ქვეყანას, მესამე სახელმწიფოებრივი აზროვნება არ არის ჯარში სამსახურთან დაკავშირებული არანაირად, ბინისთვის, ჭამისთვის და უსაქმურობის გამო მოსული უამრავი ჯარისკაცი ვიცით, ყველამ იცის ასეთი კონტიგენტიც რომ გვყავს და აღარ გვინდა, მეოთხე შტაბში მომუშავე უამრავ ოფიცერს ერთი დღე არ უმსახურიათ ქვედანაყოფში და მაგას მიხედეთ, მეხუთე გონს მოეგეთ უნიჭიერესი ახალგაზრდები სწავლობენ საზღვარგარეთ და მათი იქ დარჩენის შანსი არის ძალიან დიდი, თქვენ ეს ხალხი იტალიაში და საბრძნეთში მომუშავე აქანა იქანა ხალხი ნუ გგონიათ, ეს არის ჩვენი მომავალი, განათლებული და დამოუკიდებელი მილენიალები, რომლებსაც დაკარგავთ და ხალხი სადაც არა რის არც სამხედროა საჭირო, ზოგადად თავდაცვა არის სახელმწიფო სერვისი გვინდა იქნება და გვინდა გაუქმდება, არ ვაპირებთ მუდმივად სამხედროების გახრდას, გვინდა მობილური და ეფექტური არმია და არა ძალით მოთრეული სასტავი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
დღის კითხვადი სტატიები