საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება აიკრძალება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ აქვთ გავლილი
16-02-2019
საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება აიკრძალება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ აქვთ გავლილი
მთავრობა გეგმავს შეზღუდოს საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ექნებათ გავლილი. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გეგმავს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღიშნული, ცვლილებები მიმართული იქნება სამხედრო გაწვევისა და სამხედრო მობილიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და ეფექტიანობის ამაღლებისაკენ. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს მათ შორის სამართლებრივ შეზღუდვებს საჯარო სამსახურში დანიშვნის კუთხით იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური. ასევე, კანონპროექტი მოიცავს რეგულაციას, რომლის
მიხედვითაც შესაძლებელი იქნება აღირიცხოს საკონტრაქტო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის გამვლელი ყველა წვევამდელი და მათ შესახებ ინფორმაცია.

„კანონპროექტი აზუსტებს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძვლებს რის შემდეგაც, შეუძლებელი იქნება სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობა, გასაწვევი პირის ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის შეცვლით ან 14 წლის ასაკის მიღწევის
შემდეგ პირის გაშვილების შემთხვევაში. ასევე, გაწვევის გადავადების საფუძველი ვეღარ გახდება სტუდენტის სტატუსის ქონა კანონით გათვალისწინებული სასწავლო სემესტრების რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში. გაგრძელება
კოტე
14 მარტი 2019 23:20
ეს კანონი აუილებლად და სასწრსფოდ მისაღებია,თვითონ ყველა პრლამენტარი სავალდებულო სამსახურმოხდილი რომ იქნება,მათ არ დაავიწყდებათ ოცი წლის წინანდელი გაყინული და გაუცემელი ხელფასები
Mirza
23 თებერვალი 2019 20:54
Martalia zalian kargi.
ehee-ს
21 თებერვალი 2019 12:43
100% მართალი ხარ მაგრამ...

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები