ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე ვალდებულება აქვს, 2020 წლისთვის ბინებით დაკმაყოფილდება
ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე ვალდებულება აქვს, 2020 წლისთვის ბინებით დაკმაყოფილდება
წლის ბოლომდე დაახლოებით 180 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი მიიღებს ბინას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე მსახურობენ, ბინების მშენებლობა როგორც გორში, ისე თბილისში მიმდინარეობს.

"2019 წლის ბიუჯეტში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთეთ სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის საკითხზე. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და 2020 წლისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე აქვს ვალდებულება, დაკმაყოფილდება ბინებით როგორც გორში, ისე
თბილისში.

გორში უკვე მიმდინარეობს საცხოვრებელი ბინების რემონტი და წლის ბოლომდე დაახლოებით 180 სამხედროს ოჯახი მიიღებს ამ ბინას. ამასთან, ერთად თბილისში ვიწყებთ ორი ახალი კორპუსის მშენებლობას და მომავალ წელს 480- ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეს გადავცემთ ბინებს.

მინდა გითხრათ, რომ 2013 წლიდან დღემდე ჩვენ საცხოვრებელი ფართით დავაკმაყოფილეთ
1700- ზე მეტი ჩვენი სამხედრო მოსამსახურე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

კოტე
14 მარტი 2019 23:06
გაუცემელ გაყინულ ხელფასებზე რას ფიქრობთ, რომელსაც ქართველი სამხედროები ელოდებიან აგერ უკვე ოც წელზე მეტია დროა ამაზეც ვიფიქროთ,თორემ სასამართლოში თავდაცვის სამინისტრო საქართველოს სახელით რამდენჯერ უნდა გამტყუნდეს ყოფილი თუმოქმედი სამხედრო მოსამსახურეების წინაშე,რაც არანაირად არ შეუწყობს ხელს პატრიოტულისულისკვეთებისა და მოტივაციისამაღლებას, და ეს იმ ფონზე როცა თავდაცვის მინისტრები ერთმანეთის მიყოლებით ღებულობენ კოლოსალურად მაღალ პრემია დანამატებს,საინტერესოა რაში
გიგა
27 თებერვალი 2019 13:40
უსამართლიდ გაგდებულ სამხედროებსაც მიხედეთ. ზოგს პენსიამდე 2-3 თვე აკლდა
...
26 თებერვალი 2019 22:17
კარგი იქნება თუ ამ სიაში ისინი მოხვდებიან ვისაც ეკუთვნოდა და ვერ დააკმაყოფილეს, ბევრი მათგანი გარდაცვლილიც არის, გენერალი უჩავა, რაზმაძე, პოლკოვნიკი ლოლუა და სხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
19-08-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები