ნატო თურქეთს კარგავს... რუსული რაკეტების გამო?!
ნატო თურქეთს კარგავს... რუსული რაკეტების გამო?!
თურქეთ-აშშ-ს შორის რომ შავმა კატამ გაირბინა, რამდენიმე წელია აშკარად იგრძნობა, რაც საქართველოს წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს

საერთაშორისო სკანდალი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორ მნიშვნელოვან წევრ ქვეყანას - აშშ-სა და თურქეთს შორის უფრო ღრმავდება.
თეთრი სახლი თურქეთის ხელისუფლებას კატეგორიულად სთხოვს გააუქმოს 2,5 მლრდ დოლარიანი კონტრაქტი, რომელიც რუსული C-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენას ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პენტაგონი დაბლოკავს მეხუთე თაობის F-35 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ
თვითმფრინავის შექმნასა და 30 ერთეულის შესაძენად ანკარამ უკვე გადაიხადა დაახლოებით მლრდ დოლარი.
ორი F-35, რომლის კილებზეც უკვე დახატულია თურქეთის დროშა, გასული წლის შემოდგომიდან დგას ერთ-ერთ ამერიკულ სამხედრო აეროდრომზე, მაგრამ მათ თურქეთში გაგზავნას ამერიკელი გენერლები არ ჩქარობენ. აშშ-ის ხელისუფლების გულისწყრომას ის იწვევს, რომ მისმა ნატოელმა პარტნიორმა თურქეთმა
რუსული საზენიტო სისტემის ყიდვა ამჯობინა.

საპასუხო არგუმენტები აქვთ ანკარაშიც: როდესაც ამერიკელებს­ საზენიტო "პეტრიოტების" შეძენასა­ და­ წარმოების ტექნოლოგიის გადმოცემას ვთხოვდით, უარით გამოგვისტუმრეს, შემდეგ ჩინური საზენიტო-სარაკეტო სისტემების ყიდვა დავაპირეთ და ნატომ დაგვიბლოკა. იმავე ნატოს წევრ საბერძნეთს თუ შეუძლია რუსეთისგან C-300-ების ყიდვა, თურქეთს რატომ უშლით ხელს C-400-ების ყიდვაშიო?

თურქეთ-აშშ-ს შორის რომ შავმა კატამ გაირბინა, რამდენიმე წელია აშკარად იგრძნობა, რაც საქართველოს წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს.

"ცივი ომის" დროს საბჭოთა კავშირს ნატოსთან სახმელეთო საზღვარი საქართველოს მონაკვეთშიც ჰქონდა და საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდგომ არსებობდა იმის წინა პირობა, რომ ალიანსის წევრი თურქეთი გამხდარიყო საქართველოს ნატოში გაწევრების დამაჩქარებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მაგრამ ეს არ მოხდა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, პირიქით, ბოლო წლებში საქართველოს ჩრდილოელი და სამხრეთელი მეზობლების "ჩახუტების" პოლიტიკა შეიძლება ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი პროცესის შემაფერხებელი გარემოებაც გახდეს.

Mustafa
17 მარტი 2019 21:58
Iqneb turqeti kargavs natos? :)
Natostvis damoukidebeli qurtistani da saqartvelo gacilebit sando partniorebi iqnebian regionshi.
ქართველი
16 მარტი 2019 12:23
საქართველოსათვის შეიძლება უკეთესი იყოს - გაიზრდება საქარტველოს როლი და მნიშვნეელობა ნატსათვის.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას  დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას დღეს საქართველოში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები