ვისგან მივიღოთ საბრძოლო გამოცდილება NATO-სგან თუ "თალიბანისგან"?
11-10-2010
1-2 ოქტომბერს პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე თალიბებმა NAთO-ს  60 ავტოცისტერნა დაწვეს. 4 ოქტომბერს ავღანეთის ქალაქ სამანთან "თალიბანის" დაჯგუფებამ ISAF-ის კუთვნილი აღჭურვილობით დატვირთული 6 ავტომობილი გაანადგურა.

6 ოქტომბერს, დილით, პაკისტანის ქალაქ კვეტასთან თალიბები NATO-ს მორიგ ავტოკოლონას დაესხნენ თავს და 20-ზე მეტი ავტოცისტერნა და სატვირთო ავტომობილი დაწვეს. 7 ოქტომბრის ღამეს პაკისტანში, პეშავარში, თალიბების მორიგი პარტიზანული თავდასხმის შედეგად განადგურდა NATO-ს კიდევ ერთი ავტოკოლონა. 9 ოქტომბერს, გამთენიისას, 20-მდე თალიბი მებრძოლი თავს დაესხა NATO-ს ავტოკოლონას, რომელიც პაკისტანიდან
ავღანეთში გადასასვლელად ემზადებოდა. განადგურდა 30-მდე სატვირთო ავტომობილი.

როგორც ჩანს, "თალიბანმა" პარტიზანული ბრძოლის ახალი მეთოდი აირჩია, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მოწინააღმდეგესთან ფრონტის ხაზზე დაპირისპირება, მით უმეტეს, რომ ამ მოწინააღმდეგეს (ამ შემთხვევაში - ISAF-ის ძალებს) მნიშვნელოვანი ტექნიკური უპირატესობა აქვს.

შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ ავღანეთში მყოფი ქართული
სამხედრო კონტინგენტისათვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, სწორედ "თალიბანის" პარტიზანული ბრძოლის გამოცდილება გაეთვალისწინებინა და არა - ISAF-ის ძალებისა.

არავინ უარყოფს, რომ ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენენ, რადგან 21-ე საუკუნის აშშ-ის საბრძოლო დანაყოფების გვერდით უხდებათ მოქმედება.

გამოგვადგება კი ეს საბრძოლო გამოცდილება ქართული მიწის დასაცავად?
ავღანეთში ISAF-ის ძალების განკარგულებაშია ულტრათანამედროვე კოსმოსური და საჰაერო დაზვერვის საშუალებები, უპილოტო დამრტყმელი თვითმფრინავები, ფრთოსანი რაკეტები, ტანკები, არტილერია და ბოლოს და ბოლოს, სტრატეგიული ბომბდამშენები, ანუ ყველაფერი ის, რაზეც ქართულ არმიას მხოლოდ ოცნება შეუძლია.

თუ ქართული დანაყოფები სადღაც, ჰილმენდის პროვინციის მთებში, ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდებიან, ამერიკელი მეკავშირე ოფიცრის საშუალებით მათ საარტილერიო და საჰაერო დახმარების გამოძახება შეუძლიათ, რომლებიც თალიბებს სერიოზულ დარტყმას მიაყენებენ, მაგრამ ქართულ მიწაზე თუ მაინც განახლდა საბრძოლო მოქმედებები, ჩვენს  მებრძოლებს საარტილერიო დახმარების მხოლოდ მცირე იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ, საავიაციო მხარდაჭერაზე კი ვერც იოცნებებენ, რადგან ქართულ ცაში რუსული ავიაცია იქნება გამეფებული.

ასეთ დროს ერთიანი ფრონტის ხაზით მოწინააღმდეგის შეკავება ძნელი იქნება და უფრო მომგებიანი გახდება სწორედ პარტიზანული თავდასხმებით მოწინააღმდეგის ჯავშან და სატვირთო კოლონების განადგურება, ანუ იმ მეთოდებით ბრძოლა, რომელთაც დღეს "თალიბანი" ტექნიკურად უკეთესად აღჭურვილი ISAF-ის წინააღმდეგ იყენებს.
razhdeni
17 ოქტომბერი 2010 17:39
ვერასდროს ვერსად ვერც ერთ არმიას პარტიზანების წინააღმდეგ ვერ გაუმარჯვია, თუ არ გავითვალისწინებთ მოღალატეებს. ეს ჩვენ ქართველებმა უნდა გავითვალისწინოთ!!!!
rezo
14 ოქტომბერი 2010 03:55
იგივე ტაქტიკიტ რომ გვებრძოლა როგორც თალიბანი იბრძვის
ძალიან დიდი მსხვერპლი იქმნებოდა რუსების მხრიდან,მაგრამ ჩვენც ძალიან დავზარადებოდით,მთელ საქართველოს დაანგრევდნენ
zura
12 ოქტომბერი 2010 16:17
რად უნდა თქმა ამას, თალიბანის გამოცდილება!

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები