რუსეთი ოკუპანტია !
ქერჩის ხიდისთვის კრემლი ნატოსაც არ "დაინდობს"...
ქერჩის ხიდისთვის კრემლი ნატოსაც არ "დაინდობს"...
მოსკოვი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შავ ზღვაში საქართველოსა და უკრაინის დახმარების შემთხვევაში სამაგიეროს გადახდით ემუქრება...

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავის შექმნის 70 წლის თავზე სამომავლო ამოცანები გაამჟღავნა, რომელთა შორის არის ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების ვიზიტების მოხშირება შავ ზღვაში, მათ შორის - პარტნიორი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ წყლებშიც.

ეს, რა თქმა უნდა, კარგი სიახლეა ჩვენთვის, მაგრამ იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ბათუმისა და ფოთის პორტებში სტუმრობის კვალად ამერიკული კრეისერი თუ ბრიტანული ფრეგატი ღუზას ოკუპირებული
ოჩამჩირის ან სოხუმის სიახლოვეს ჩაუშვებს.

შედარებით განსხვავებული სიტუაციაა თითქმის ჩვენს მდგომარეობაში მყოფ უკრაინასთან დაკავშირებით. 2014 წლის გაზაფხულამდე ნატოს ხომალდები არაერთხელ სწვევიან სევასტოპოლის პორტს, მაგრამ რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ ეს ისევე შეუძლებელი ჩანს, როგორც ოკუპირებულ სოხუმში მათი გამოჩენა.
თუმცა, ნატოს ადმირალები ხაზს უსვამენ, რომ მათი
სამხედრო ხომალდები მეგობრული ვიზიტით ეწვევიან მეგობარი უკრაინის საზღვაო პორტებს როგორც ოდესაში, ისე - მარიუპოლში.
ოდესის პორტში ალიანსის ხომალდების გამოჩენას რუსეთი ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ აზოვის ზღვაში, მარიუპოლისკენ მათ არაფრის დიდებით არ გაუშვებს!

აზოვის ზღვაში შესასვლელი რუსეთმა მას შემდეგ ჩაკეტა, რაც ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი ააშენა და მის ქვეშ გაცურვის უფლებას თვითონ იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ აზოვის ზღვაში უკრაინის სანაპირო ზოლი რამდენიმე ასეულ კმ-ზეა გადაჭიმული.

შარშან ქერჩის ხიდის ქვეშ გაცურვის ცდისთვის რუსმა სამხედროებმა ორი უკრაინული საარტილერიო კატარღა და ერთი ბუქსირი აბორდაჟზე აიყვანეს და მათი ეკიპაჟის წევრები დღემდე რუსეთის ციხეში ჰყავთ გამოკეტილი.

არსებობს შანსი, რომ თუკი უკრაინული კატარღები ნატოს ხომალდებთან ერთად შავი ზღვიდან ქერჩის ხიდქვეშ გაცურვით აზოვის ზღვაში გასვლას ეცდებიან, კრემლი ფართომასშტაბიან პროვოკაციებს არ მოერიდება, მაგრამ გაბედავენ კი რუსი სამხედრო მეზღვაურები ქერჩის ხიდთან ცეცხლის გახსნას ამერიკული ან ფრანგული ხომალდებისათვის, ისევე როგორც შარშან უკრაინული კატარღების წინააღმდეგ გააკეთეს?

შავ ზღვაზე შეიარაღებული ინციდენტების შემთხვევაში რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბება, რის გამოძახილი საქართველოსაც უსათუოდ შეეხება.
akaki
25 აპრილი 2019 22:20
მარტო ნატოს გააქტიურება არაფერს იზამს. სანქციები უნდა გაზარდოს. საბჭოთა კავშირის ეკონომიკა თავისით იშლებოდა, რუსეთის ეკონომიკას მწვავე სანქციები ჭირდება რომ ჩამოიშალოს.
irma
25 აპრილი 2019 07:16
vetanxmebi rusets, zalian cudad etamasheba, amerika..rodesac chems saxlshi vinme shemozvreba, kanonis tanaxmad ufleba maqvs ,movkla ..
22222
20 აპრილი 2019 12:38
თი ნატოს უნდა ომი რუსეტტან და პროვოკაციას მოწყობს, რუსები გაბედავენ და ევროპის ახალი გადანაწილებაც დაიწყება, ნუ ეთამასებიტ რუსეტს, ..................................

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-06-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?