რუსულ პასპორტებს კუდში რუსული ჯარი მოჰყვება...
რუსულ პასპორტებს კუდში რუსული ჯარი მოჰყვება...
უკრაინის სეპარატისტებისთვის რუსული პასპორტების დარიგებით კრემლი თავისთვის წარმატებულ აფხაზურ და ოსურ ვარიანტს ხელმეორედ ათამაშებს...

რუსეთის პრეზიდენტმა­ პუტინმა გამო­სცა ბრძანება, რომლის თანა­ხმად, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში - დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში, სადაც მეხუთე წელია, ომი მიმდინარეობს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობასა და პასპორტს გამარტივებული სქემით მიიღებენ.

მას შემდეგ, რაც პუტინი პირველად გახდა რუსეთის პრეზიდენტი, მან საქართველოს ტერიტორიაზე, შეიარაღებული კონფლიქტების ზონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სეპარატისტულად განწყობილი მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო.

ამ
ერთი შეხედვით უწყინარ წამოწყებაში მძლავრი ნაღმი იყო ჩადებული - 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის არმიის ოფიციალური შემოჭრის ერთ-ერთ მთავარ საბაბად კრემლმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სწორედ რუსეთის მოქალაქეების აუცილებელი დაცვა გამოაცხადა. ანუ მარტივმა სქემამ - ჯერ რუსული პასპორტები დაურიგე და შემდეგ მათ დასაცავად ტანკები
გაგზავნე, სამწუხაროდ, კარგად იმოქმედა, თუმცა ეს ნოუ-ჰაუ პუტინს არ ეკუთვნის - აგვისტოს ომამდე ზუსტად 70 წლის წინ ჰიტლერმაც ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის საბაბად სუდეტელი გერმანელების დაცვა გამოიყენა.

დონბასში რუსული პასპორტების დარიგება უკრაინის ახალი ხელისუფლებისთვის შეიძლება უფრო საშიში აღმოჩნდეს, ვიდრე იქ დამატებით კიდევ ასობით რუსული ტანკის ჩუმად გაგზავნა იქნებოდა.

უკრაინა-რუსეთის საზღვარზე მეხუთე წელია, მობილიზებული არიან რუსეთის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი საბრძოლო დანაყოფები, რომლებსაც მხოლოდ საბაბი სჭირდებათ, რომ უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან შეუტიონ, ასეთ საბაბად კი კრემლი მშვენივრად გამოიყენებს დონბასში "თავისი" მოქალაქეების დაცვის აუცილებლობას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები