ვინ იყო გურული სნაიპერი, რომელიც მსოფლიოს ომებში ყველაზე შედეგიან სნაიპერთა სამეულში შედის
ვინ იყო გურული სნაიპერი, რომელიც მსოფლიოს ომებში ყველაზე შედეგიან სნაიპერთა სამეულში შედის
ფოტო:ვასილ კვაჭანტირაძე
მეორე მსოფლიო ომში ოზურგეთელმა კოლმეურნემ 534 მოწინააღმდეგე გაანადგურა და მსოფლიოს ომებში ყველაზე შედეგიან სნაიპერთა სამეულში მოხვდა...

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ფაქტია უცნობი, მათ შორის ისიც, რომ ამ საშინელი ომის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი სნაიპერი თურმე ჩვენი თანამემამულე ყოფილა. ვასილ კვაჭანტირაძის სახელი და გვარი დღევანდელ თაობას შეიძლება არაფერს ეუბნებოდეს, მაგრამ ის მსოფლიო ისტორიაში შევიდა როგორც მებრძოლი, რომელმაც მარტომ, სათითაო გასროლით მოწინააღმდეგის მთელი ბატალიონი გაანადგურა.

ოზურგეთის
რაიონში დაბადებულმა 34 წლის ვასო კვაჭანტირაძემ ბრძოლებით გაიარა ქერჩი, სტალინგრადი, ბელორუსია, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი და გამარჯვებას გერმანიაში შეხვდა. ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე მას 534 მოწინააღმდეგის განადგურებისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს.
საბჭოთა კავშირის გმირები -  ოხლოპკოვი და ვასილ კვაჭანტირაძე
კონტრსნაიპერულ ბრძოლაში მას შეიძლება გურული ეშმაკობა და მოხერხებულობაც ეხმარებოდა - საცეცხლე პოზიციაზე საფრთხობელას
აყენებდა, გაისროდა, მერე გვერდიდან უთვალთვალებდა, საიდან გაისმოდა საპასუხო გასროლა და სამიზნეც გამოვლენილ-განადგურებული იყო! ერთხელ, როდესაც გერმანელების კარგად შენიღბულ ტყვიამფრქვევს ვერაფერი მოუხერხეს, ვასომ მოიფიქრა და ცეცხლგამჩენი ტყვიით თივას წაუკიდა ცეცხლი. გერმანელი მეტყვიამფრქვევე იძულებული გახდა, გაქცეულიყო, თუმცა ქართველი ჩუბინის ტყვია მაინც დაეწია.
ომს სანგრიდან ყველა თავისებურად ხედავს და საბრძოლო შედეგიანობის ზუსტად განსაზღვრა არცთუ ისე იოლია. ეს ეხება როგორც საჰაერო, ისე სატანკო ბრძოლებს, საარტილერიო დარტყმებსა და სნაიპერების საქმიანობასაც.

ბრძოლის დროს ყოველთვის ვერ ხერხდება, ზუსტად დადგინდეს, მოხვდა თუ არა სნაიპერის ტყვია მოწინააღმდეგეს და მეთაურობას არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ სნაიპერის სიტყვას ენდოს.

საბჭოთა პროპაგანდის სამსახურების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ყველაზე შედეგიანი საბჭოთა სნაიპერი
მიხეილ სურკოვი იყო, რომელმაც 702 მოწინააღმდეგე მოკლა, თუმცა მისთვის, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება არ მიუნიჭებიათ. ამასთან, დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სურკოვის სნაიპერული მითი საბჭოთა პროპაგანდამ შექმნა ფინელი სნაიპერის, სიმო ხიაიუხიას მიღწევების დასაჩრდილავად, რომელმაც საბჭოთა კავშირ-ფინეთის 1939-40 წლების ომში 542 საბჭოთა სამხედრო მოკლა, თუმცა ეს მონაცემებიც შეიძლება ფინელების გაზვიადებული იყოს.
"მოსინის" სისტემის ასეთი სნაიპერული შაშხანით ქართველმა მებრძოლმა 534 მოწინააღმდეგე გაანადგურა
აი, მესამე ადგილზე კი ქართველი ვასო კვაჭანტირაძეა თავისი 534 ზუსტი გასროლით (ის ომის წლებში დაჯილდოებულია ხუთი ორდენითა და მედლებით, ამიტომ მისი შედეგიანობა სიმართლესთან უფრო ახლოს უნდა იყოს).

დიდად "გაპიარებული" ვასილ ზაიცევის (რომელზეც ჰოლივუდმა მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმი "მტერი კარიბჭესთან" გადაიღო) წილად კი მხოლოდ 242 მოწინააღმდეგე მოდის.

მეორე მსოფლიო ომში გერმანელების ყველაზე შედეგიან სნაიპერად მატიას ჰეტცენაური ითვლება 345 დადასტურებული "ნადავლით".

პირველი მსოფლიო ომის საუკეთესო სნაიპერად კი ფრენსის პეგამეჯებოუაა მიჩნეული, 378 ზუსტი გასროლით.

ომიდან გამარჯვებით დაბრუნებული ვასო კვაჭანტირაძე ომის დამთავრებიდან ხუთ წელში, 43 წლისა, გარდაიცვალა
საბა
13 მაისი 2019 15:22
დიდება ჩვენს გმირებს,განსაკუთრებით კვაჭანტირაძეს,დიდი წყვილი შეიტანა ამ ბოროტების დამთავრებაში.
და კიდევ ვასილი ზაიცევის გაპიარება მოკლულთა რაოდენობამ არ გამოიწვია,მან ამ რაოდენობის ხალხი დროის მოკლე მონაკვეთში მოკლა და ამას პლუს,მის მიერ მოკლულთა ძირითადი მასა,ოფიცრები და მოწინააღმდეგის სნაიპერები იყო.
maqsi
12 მაისი 2019 11:37
კვირის პალიტრა,კარგი იქნება თუ დანერგავთ შეფასების სისტემას,როგორც ამბებს აქვს.რატომ არ გაქვთ ამ დრომდე გაუგებარია,ამით ხომ მიხვდებით ადამიანების განწყობას რომელიმე თემის მიმართ.
maqsi
12 მაისი 2019 11:34
პირველად მესმის ამ პიროვნების შესახებ,მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის მაინტერესებდა და მაინტერესებს ომის თემატიკა.ქართველებს ასეთი გმირი გვყავდა და ეს დასამალი იყო?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
დღის კითხვადი სტატიები