სამხედრო მოსამსახურე სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი
სამხედრო მოსამსახურე სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი
ფოტო:პაატა ჩხაიძე
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის 10-ე კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

"მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის 10-ე კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე (11.09.1985). შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები