ამერიკული ატომური ავიამზიდი ფოთთან...
ამერიკული ატომური ავიამზიდი ფოთთან...
"მონტროს კონვენცია მალე შეიძლება ისტორიის საკუთრება გახდეს და შავ ზღვაში ამერიკული საავიამზიდო დაჯგუფებაც კი გამოჩნდეს, თუკი..."

მონტრო სენაკისხელა შვეიცარიული ქალაქია, რომელიც ჟენევის ტბას გადაჰყურებს და მეღვინეობით ცნობილი კურორტია, თუმცა ვაზისა და ლამაზი ბუნების გარდა, მას საქართველოსთან კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა აკავშირებს, რომელიც უშუალოდ ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალ უსაფრთხოებას.

1936 წელს სწორედ მონტროში მოეწერა ხელი კონვენციას, რომელმაც აღადგინა თურქეთის სუვერენიტეტი შავი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე.

ეს
კონვენცია თურქეთს უფლებას აძლევს, ამ სრუტეებში არ გაატაროს 30 ათას ტონა წყალწყვაზე მეტი მასის სამხედრო ხომალდები, რომლებიც არაშავიზღვისპირა ქვეყნების ფლოტებს ეკუთვნის. გარდა ამისა, შავ ზღვაში შემოსულ სხვა, არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს აქ ყოფნის დრო 21 დღე-ღამით განესაზღვრება, რის შემდეგადაც აუცილებლად უნდა გაცურონ ბოსფორის სრუტიდან.

მართალია,
არსებობს 30 ათას ტონა წყალწყვაზე ნაკლები ავიამზიდებიც, მაგრამ მათ ასევე ეკრძალებათ შავ ზღვაში შემოსვლა, თუკი ისინი არაშავიზღვისპირა ქვეყნებს ეკუთვნის. ასე რომ, ამერიკული ატომური ავიამზიდისთვის, რომლის წყალწყვა სამჯერ მეტია, ოდესის თუ ბათუმის პორტთან გამოჩენა არარეალურია.

მაგრამ ეს სურათი მალე შეიძლება შეიცვალოს და არა იმიტომ, რომ მონტროს კონვენცია შეწყვეტს 83-წლიანი არსებობის ისტორიას (რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იქნება რუსეთი), არამედ სხვა მიზეზით - თურქეთს ბოსფორის სრუტის პარალელურად სტამბოლის ხელოვნური არხი გაჰყავს, რომელსაც მონტროს კონვენცია არ შეეხება.

დღეს ბოსფორის სრუტე წელიწადში 56 ათასამდე გემს ატარებს და ძალზე გადატვირთულია, განსაკუთრებულ საშიშროებას კი წარმოადგენს ის ათი ათასამდე ტანკერი, რომლებსაც ბოსფორის სრუტის გავლით წელიწადში 145 მლნ ტონამდე ნედლი ნავთობი გადააქვთ. რომელიმე მათგანის ავარია სტამბოლის შუაგულში გამავალ ბოსფორის სრუტეში უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს...

ამ და სხვა მიზეზების გამო თურქეთის ხელისუფლებამ ბოსფორის სრუტის მარცხნივ დაიწყო სტამბოლის არხის გაჭრა, მარმარილოს ზღვიდან შავ ზღვამდე.

სტამბოლის არხის სიგრძე 45-50 კმ, სიღრმე - 25 მ, ხოლო სიგანე 150 მ იქნება. ეს ათმილიარდდოლარიანი პროექტი 2023 წელს უნდა დამთავრდეს და წელიწადში არანაკლებ 85 ათასი გემის გატარება შეძლოს, რის შემდეგაც სატრანზიტო სატრანსპორტო საზღვაო გადაზიდვები ბოსფორის სრუტეში შეიძლება საერთოდ აიკრძალოს.

თურქეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ სტამბოლის არხის ამოქმედების შემდეგ მასზე მონტროს კონვენცია ვეღარ იმოქმედებს, რადგან ის მხოლოდ ბოსფორის სრუტისთვის შეიქმნა.
რა გამოდის?

თუკი სტამბოლის ხელოვნური არხის გახსნის შემდეგ მონტროს კონვენცია აღარ იმუშავებს, მაშინ ნატოს ხომალდებს და მათ შორის - ამერიკულ, ფრანგულ თუ ბრიტანულ ავიამზიდებსაც შეეძლებათ შავ ზღვაში შემოსვლა და ღუზების ჩაშვება ოდესისა და ფოთის პორტების სიახლოვეს?!
ამერიკული ატომური საავიამზიდო დაჯგუფების დროში შეუზღუდავი დრეიფი შავი ზღვის აკვატორიაში მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს, რომელიც დღეს კრემლის მიერ ჯერ აფხაზეთის სანაპიროს ოკუპაციისა და შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შედეგად რუსეთის სასარგებლოდ არის გადახრილი.

ალბათ, ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად, თუ ჩვენს სანაპიროსთან მუდმივად იდრეიფებდნენ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მრისხანე საბრძოლო ხომალდები.

თუმცა არის ერთი უმთავრესი პრობლემა - შემოუშვებს კი თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება შავ ზღვაში საფრანგეთისა და ბრიტანეთის ავიამზიდებს?­ ეს ქვეყნები ხომ თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ! ან აშშ-ის ატომურ ავიამზიდს? თეთრი სახლი ხომ ანკარისთვის სანქციების დაწესებას აპირებს!

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უძველესი წევრია, დღეს ის ნატოს პირველი მტრის - რუსეთის მეგობარს უფრო ჰგავს, ვიდრე გერმანიის, საფრანგეთისა თუ აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორს.

დაველოდოთ 2023 წელს და სტამბოლის არხის გახსნას, მანამდე კი, უდავოდ, ბევრი რამ შეიცვლება...
სოციალისტი
07 ივნისი 2019 15:09
ირაკლი ალადაშვილს ჰგონია რომ ამერიკას საქართველოს უსაფრთხოება ძალიან აინტერესებს ?
ამერიკას სულ ცალ ფეხზე ჰკიდია საქართველოს უსაფრთხოება და მის დასახმარებლად ხელსა. არ გაანძრევს !
1234
03 ივნისი 2019 11:37
არა მარტო ხომალდები უნდა შემოვიდეს არამედ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას ამერიკული სამხედრო ბაზები თავისი აეროპორტით და ყველა ინფრასტრუქტურით, ეს იქნება რეალური და საიმედო გარანტი იმისა რომ რუსეთი სამომავლოდ ვეღარ შეძლებს საქართველოს დაპყრობას ვეღარანაირი მიზეზების და შარების მოდებით, ასევე ეს იქნება დასავლელი ინვესტორებისთვის გარანტი რომ მათი ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში იქნება ხელშეუხებელი და რუსეთის აგრესიის ფაქტორიც გაქრება რაც უფრო მიმზიდველს გახდის ბიზნესის დაწყებას და საინვესტიციო გარემოც გამოაცოცხლებს ეკონომიკას და შექმნის რეალური დასაქმების პერსპექტივას
megzuri
29 მაისი 2019 23:18
მაგარი და ჭკვიანური აზრი მოგსვლიათ ბატონო ვასო.......
_თქვენის ნებართვით კიდევ ერთს შემოგთავაზებთ კომუნისტური საქართველოდან.... ხომ არ გამოვუცხადოთ ომი
ამერიკას და მეორე დღეს დავნებეთ.... ყველა პრობლემები გვექნება მოგვარებული არა ქოცები გვეყოლებიან და
არც ნაცები.... არც დოლარზე ჩამოკიდებული ლარი... სოჩასაც დავიბრუნებთ და დერბენტშიც დავბრუნდებით არც
თურქის ვალუტის გაუფასურება გვადარდებს და სხვა მრავალი სიკეთე....
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები