რა შეიარაღებას ყიდის საქართველო
რა შეიარაღებას ყიდის საქართველო
იარაღის მსოფლიო ბაზარზე დებიუტიდან განვლილი ოცი წლის განმავლობაში ქართული შეიარაღება არაერთ გამოფენაზე წარმოჩნდა.

2000 წელს ქართული ექსპონატები ჩეხეთში, ნატოს ეგიდით მოწყობილ გამოფენაზე გავიტანეთ (მახსოვს, როგორ გაუფართოვდა სიხარულით თვალები ჩეხეთის მაშინდელ თავდაცვის მინისტრს, როდესაც ჩვენი ექსპოზიციის დათვალიერებისას ქართული ხანჯალი ვაჩუქე), რაც უთუოდ დიდი წარმატება გახლდათ, რადგან პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან პირველი ვიყავით, ვინც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს სამხედრო წარმოების ნიმუშები გააცნო.

2001 წელს კი საფრანგეთში, ლე ბურჟეს ტრადიციულ ავიაკოსმოსურ გამოფენაზე ებრაული "ელბიტის" დახმარებით მოდერნიზებული
შუ-25KM "სკორპიონი" ვაჩვენეთ, რომელმაც საფრანგეთის ცაში რამდენიმე სადემონსტრაციო ფრენა განახორციელა. "სკორპიონს" ჩვენი დელეგაცია სატრანსპორტო თვითმფრინავით გაჰყვა. ფრანგი მებაჟეების კითხვაზე, იარაღი ხომ არ გაქვთო, გაგვეცინა - თვითმფრინავის სატრანსპორტო ნაკვეთური საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით (რა თქმა უნდა, არასაბრძოლო მდგომარეობაში) გვქონდა სავსე. მასპინძლები მაინც გაგვინაწყენდნენ - ამდენი თქვენი
არაყი და ღვინო რომ მოგაქვთ, არ იცით, ფრანგული ღვინო მსოფლიოში სახელგანთქმულიაო!..

შემდგომ წლებში საერთაშორისო სამხედრო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა თითქმის შეწყდა, თუმცა ბოლო სამ-ოთხი წლის განმავლობაში, საბედნიეროდ, ისევ გააქტიურდა და წელს აბუ-დაბიში "დელტამ" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპოზიცია მოაწყო.


დღეს საქართველო შეიარაღების ექსპორტს ახორციელებს. მართალია, მასშტაბები შეიძლება გრანდიოზული არ იყოს, მაგრამ "დელტამ" რამდენიმე წლის წინ მოახერხა ბილიკის გაჭრა შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე, სადაც დაუნდობელი კონკურენციაა პოტენციური მყიდველების გულის მოსაგებად.

ძირითადი პროდუქცია, რომელსაც "დელტა" მესამე წელია ყიდის, "დიდგორის" ბაზაზე აწყობილი შეჯავშნული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანაა. რამდენიმე ათეული ასეთი ჯავშანმანქანა უკვე შეიძინა საუდის არაბეთმა და ამ საქმეს აგრძელებს.

მეორე მნიშვნელოვანი ექსპორტი, რომელიც დელტამ განახორციელა, არის რამდენიმე ათეული (რაოდენობას არ დავაზუსტებთ) 120 მმ-იან ბუქსირებადი ნაღმსატყორცნის გაყიდვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქვეყანაში.

კარგი პოტენციალი აქვს "დელტაში" დამზადებული ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების ექსპორტს, თუმცა ისინი ჯერ მხოლოდ საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის აღსაჭურვად იგზავნება.

საერთაშორისო სამხედრო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა აუცილებელია, რათა მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი, თუნდაც მოკრძალებული, საექსპორტო შესაძლებლობები. ამასთან, უპრიანი იქნებოდა, საქართველოშიც მოგვეწყო საერთაშორისო სამხედრო გამოფენა მისი ტრადიციულად ქცევის იმედით.
Konstantin Tcholokachvili
16 ივნისი 2019 20:27
alex
მაშინ ბარებ მონებად გამოვაცხადოთ თავი. მოსაგებად საჭიროა ჭკვიანური სტრატეგია და ეფექტური იარაღი, მეომარები ხომ თავისთავად.
maxo
16 ივნისი 2019 17:23
თავისთვის რა აქვს სხვას რა უნდა მიჰყიდოს დაანებეთ თავი პროვოკატორობას სხვავერაფერი მოიფიქრეთ?
Alpha
16 ივნისი 2019 16:52
alex შენნაირი მაქნისები ზრდიან ეგეთ უმაქნისებს რო არაფერი შეუძლიათ, მოქმედებით კი არა, ფიქრის დონეზეც.
მანანდე ის უნდა იცოდე, რომ საქართველოზე ცოტა ფულს არც რეგიონული და არც მსოფლიო მაშტაბით არავინ ხარჯავს თავდაცვაზე და ზუსტად მაგიტომ ვართ იქ სადაც ვართ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები