ავღანეთში თალიბების თავდასხმას 24 სამხედრო ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავღანეთში თალიბების თავდასხმას 24 სამხედრო ემსხვერპლა

ავღანეთში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე თალიბების თავდასხმის შედეგად, 24 სამხედრო დაიღუპა და 9 დაიჭრა.

თავდასხმა განხორციელდა პროვინცია ბაგლანის ნაჰრინის რაიონში, ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდასხმა თალიბებმა გამთენიისას დაიწყეს. თალიბებს შორის მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცლდება.

ამ ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით სააგენტო "სინხუა" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"