თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან - კვირის პალიტრა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაჭრილებს შორის არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დიპლომატიურ რაიონში, თავდაცვის სამინისტროს მახლობლად სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. დაჭრილია ათობით ადამიანი. ტერაქტზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.