რუსი ტურისტების საფარქვეშ...რუსი მზვერავები?!
რუსი ტურისტების საფარქვეშ...რუსი მზვერავები?!
რამდენად ადვილია ტურისტული ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოების სადაზვერვო ქსელების შექმნა და ფუნქციონირება

საქართველოს სურს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ქვეყანა გახდეს, რაც ჩვენისთანა ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის ერთგვარი გამოსავალია, მიუხედავად იმისა, რომ ამ სურვილს თან ახლავს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიში გარემოებებიც.

ერთ-ერთი თეორიული და პრაქტიკული საფრთხე ისიც არის, რომ უცხოელი ტურისტებისთვის მაქსიმალურად გახსნილ ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს ძალზე უადვილდებათ შემოღწევა და სადაზვერვო ქსელების შექმნა.
ამჟამად საქართველოში მეტ-ნაკლებად ეფექტიანი სადაზვერვო ქსელები აქვს ყველა იმ
ქვეყანას, რომელთა ინტერესის საგანს არა მარტო საქართველო, არამედ მთლიანად სამხრეთი კავკასია და შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთი ნაწილი წარმოადგენს.

ამ ქვეყნებს შორის არიან როგორც საქართველოს უშუალო მეზობლები, ისე ოკეანისგაღმა სახელმწიფოებიც.

ხშირად ამ ქვეყნების სადაზვერვო ქსელების სამიზნე არა მხოლოდ საქართველო, არამედ მასთან დაკავშირებული სახელმწიფოებიც არიან - მაგალითად,
სომხეთის დაზვერვას აინტერესებს აზერბაიჯანის ეკონომიკური გავლენის ზრდა საქართველოში, აზერბაიჯანელ მზვერავებს კი ყველაფერი ჩვენს მოქალაქე სომხებზე; აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის საქართველოს ტერიტორია საუკეთესო თავისუფალი სივრცეა აქ მომუშავე თუ დამსვენებელი ირანის მოქალაქეების გადასაბირებლად, ჩინელებს კი ამერიკელების გავლენის სფეროები აინტერესებთ საქართველოში და საზოგადოდ, სამხრეთ კავკასიაში; რუსეთის სხვადასხვა დაზვერვის წარმომადგენლების ქართულ მიწაზე ინტენსიური მოქმედების მასშტაბზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

ტურისტად შენიღბულ მზვერავს საუკეთესო ალიბი აქვს, მას შეუძლია თავისი დაჟინებული ინტერესი ტურისტის ცნობისმოყვარეობად გაასაღოს.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვით თითქოს დარტყმა მიაყენა საქართველოს ტურისტულ ბიზნესს, მაგრამ რუსი ტურისტები ჩვენს ქვეყანას დიდად არ მოაკლდება, რადგან შედარებით იაფ და ასევე შედარებით ხარისხიან (ანექსირებულ ყირიმთან თუ სოჭთან შედარებით) მომსახურებაზე უარს არ იტყვიან და შემოვლითი გზებით მაინც ჩამოვლენ ქართულ კურორტებზე, მით უმეტეს, რომ საამისოდ ვიზების აღება არ სჭირდებათ.

რუსული ტურიზმის საქართველოში მთლიანად შეწყვეტა არც რუსულ სპეცსამსახურებს (იქნება ეს საგარეო დაზვერვა თუ გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო) აძლევს ხელს, რადგან ძალიან ადვილია მზვერავებისა და თვით დივერსანტების ვითომ ტურისტებად შემოგზავნა.

საქართველოს სამხედრო საიდუმლოებები, სამხედრო ნაწილებისა თუ თავდაცვითი ზღუდეების სახით, რუსული დაზვერვისთვის დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ მათ ოპერატიულ ინტერესს იწვევს სიახლეები, განსაკუთრებით, თუკი ეს ნატოსა და მით უმეტეს, აშშ-ს უკავშირდება.

მაგალითად, მალე საქართველოში­ დაიწყება ფართომასშტაბიანი მრავა­ლერ­ოვ­ნული სამხედრო სწავლება `ღირსეული პარტნიორი-2019~ და საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევ­რი ქვეყნების რამდენიმე ათასი სამხედრო ეწვევა.

ბუნებრივია, ქართულ მიწაზე რომელიმე ნატოელი სამხედროს `დავერბოვკება~ რუსი ტურისტის პანამაში `შეფარებული~ რუსი მზვერავის მიერ კრემლისთვის დიდი წარმატება იქნება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?